რომანოზ IV დიოგენე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რომანოზ IV დიოგენე
Ρωμανός Δʹ Διογένης
Romanos et Eudoxie.JPG
ბიზანტიის იმპერატორი
კორონაცია: 1 იანვარი 1068
მმართ. დასაწყისი: 1 იანვარი 1068
მმართ. დასასრული: 24 ოქტომბერი 1071
წინამორბედი: კონსტანტინე X
მემკვიდრე: მიხეილ VII
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ.1030
გარდ. თარიღი: 1072
მეუღლე: ეუდოკია მაკრემბოლიტისა
შვილები: კონსტანტინე
ნიკიფორე
ლეო
დინასტია: დუკები
მამა: კონსტანტინე
რელიგია: მართლმადიდებლობა

რომანოზ IV დიოგენე (გ. 1071) – ბიზანტიის იმპერატორი 1068-1071 წლებში. წარმოშობით კაბადოკიელი ფეოდალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანოზი კონსტანტინე X დროს არმიის სარდალი იყო. იმპერატორის სიკვდილის შემდეგ მან აჯანყება მოაწყო ტახტის ხელში ჩასაგდებად, მაგრამ დამარცხდა და შეიპყრეს კიდეც. საპყრობილედან იგი იმპერატრიცა ევდოკიას წყალობით გაათავისუფლეს, რომელზეც მან მომდევნო 1068 წელს იქორწინა და ბიზანტიის იპერატორიც გახდა.

რომანოზ IV მეფობის პირველ წლებში წარმატებით ებრძოდა თურქ-სელჩუკებს, თუმც 1071 წელს მანასკერტის ბრძოლაში სელჩუკთა სულთანმა ალფ-არსლანმა ბიზანტიელები სასტიკად დაამარცხა და თვით იმპერატორიც ტყვედ ჩაიგდო. ზავის გარანტიითა და 1 000 000 ბიზანტიური დრაჰმის ოდენობის გამომსასყიდის გადახდის აღთქმის შემდეგ, ალფ-არსლანმა რომანოზი ტყვეობიდან გაათავისუფლა. ამასობაში იმპერატორის მოწინააღმდეგეებმა ტახტზე კონსტანტინე X-ის ვაჟი — მიხეილ VII დუკა აიყვანეს, რომანოზ IV ტახტის დაბრუნებისათვის ბრძოლაში დაამარცხეს, ღალატით შეიპყრეს და თვალები დათხარეს. რამდენიმე დღის შემდეგ რომანოზ დიოგენე გარდაიცვალა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]