Cliff 'Em All

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Cliff 'em All
ვიდეო - მეტალიკა
გამოცემის თარიღი 28 ნოემბერი, 1987[1]
ჟანრი თრეშ მეტალი
ხანგრძლივობა 90 წთ.
ენა ინგლისური
ლეიბლი Elektra
რეჟისორი ჯეა პელერინი, დაგ ფრილი
პროდიუსერი კურტ მარვისი, ჯეფ რიხტერი
მეტალიკის ვიდეო-ალბომების ქრონოლოგია - ქრონოლოგია
Cliff 'Em All
(1987)
2 of One
(1989)

Cliff 'Em Allამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის ვიდეო ჩანაწერების კრებული, რომელიც მათ ტრაგიკულად დაღუპულ ბასისტ კლიფ ბარტონს ეძღვნება.[2] სახელწოდება მიღებულია მათი პირველი ალბომისგან Kill 'Em All. ბარტონი დაიღუპა ავტოკატასტროფაში 1986 წლის 27 სექტემბერს Damage, Inc. ტურნეს დროს, 24 წლის ასაკში, ლიუნგბაის მახლობლად შვედეთში.[3][4] სახლში გადაღებული ვიდეო მოიცავს შესრულებას 1983 წლის 19 მარტს დეივ მასტეინთან ერთად, ცოტა ხნით ადრე, ვიდრე დეივს მძიმე ნარკოტიკებისა და ალკოჰოლიზმისათვის ჯგუფი არ დაატოვებინეს.

ვიდეო გვანახებს იმ სამწელიწადნახევარს, რომელიც კლიფმა მეტალიკაში გაატარა. ვიდეო ნაკრებში წარმოდგენილია ფანების საკონცერტო ჩანაწერები, ზოგიერთი პროფესიონალურად ჩაწერილი საფილმო და სატელევიზიო ვიდეოები, რომლებიც არასოდეს გამოყენებულა და ასევე კლიფის ზოგიერთი საუკეთესო სოლო, პირადი ფოტოები და ცოცხალი კონცერტები. ვიდეო მთავრდება Orion-ის მელოდიური შესავლით კლიფის ფოტოების ფონზე. ვიდეო კრებული ხელმისაწვდომია DVD-სა და VHS-ზე.

ამ ვიდეოთი ჯგუფი ცდილობს გვიჩვენოს კლიფის უნიკალური პიროვნება და სტილი. ფილმი, გარდა იმისა რომ აშკარად კლიფზეა ფოკუსირებული, აძლევს ფანებს საშუალებას თვალი შეავლონ მეტალიკის ნაკლებად დოკუმენტირებულ ადრეულ კარიერას. ეს კონტრასტი მკვეთრად არის ხაზგასმული მეტალიკის 2004 წლის ფილმში Some Kind of Monster.

სიმღერების სია[რედაქტირება]

დეტროიტი, 4 აპრილი, 1986 - ოზის მხარდასაჭერი შოუ

ლონგ აილენდი, 28 აპრილი, 1986 - ისევ მთვრალები ოზის ტურნეზე

სან-ფრანცისკო, 19 მარტი, 1983 - კლიფის მერე კონცერტი

გერმანია, 14 სექტემბერი, 1985 - ფესტივალ Metal Hammer-ის ჰედლაინერები Venom-თან, Nazareth-თან და ლუდთან ერთად!

დანია, 6 ივლისი, 1986 - ფესტივალზე Roskilde ფილ კოლინზთან, ერიკ კლეპტონთან, ელვის კოსტელოსა და Big Country-სთან ერთად

ოკლენდი, 31 აგვისტო, 1985 - Day on the Green

ჩიკაგო, 12 აგვისტო, 1983 - ტურნეზე Kill 'Em All for One მხარდამჭერ ჯგუფ Raven-თან ერთად

პერსონალი[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. CLIFF 'EM ALL. Metallica.com. წაკითხვის თარიღი: 2013-02-07.
  2. Metallica: Cliff 'Em All!. Imdb.com. წაკითხვის თარიღი: 2013-02-07.
  3. მეტალიკა, 16 ივნისიდან 27 სექტემბრამდე, 1986 წელი. MTV.com. MTV Networks. წაკითხვის თარიღი: 2013-02-07.
  4. 1986 წლის მოვლენები. Metallica.com. წაკითხვის თარიღი:2013-02-07
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Cliff_%27Em_All&oldid=2697911“-დან