გილიოტინა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გილიოტინა

გილიოტინა (ფრანგ. Guillotine) — სიკვდილით დასჯის იარაღი. შემოიღეს საფრანგეთის რევოლუციის დროს ეგრეთწოდებული რევოლუციის მტრების დასასჯელად. სწორედ გილიოტინით დასაჯეს საფრანგეთის მეფე ლუი XVI. სავარაუდოდ მხოლოდ ამ პერიოდში 35 ათასი ადამიანი დაისაჯა სიკვდილით გილიოტინის მეშვეობით. გილიოტინის მასიური გამოყენება უკავშირდება მაქსიმილიან რობესპიერის სახელს და მის მიერ დამყარებულ დიდ ტერორს. ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ თავად რობესპიერიც გილიოტინით დასაჯეს. მსგავსი მექანიზმით მოქმედ მანქანას მანამდეც იყენებდნენ შოტლანდიასა და ირლანდიაში. XVIII საუკუნის ბოლოს კი ფრანგი ექიმის ჯოზეფ გილიოტინის წინადადებით მისი გამოყენება დაიწყეს საფრანგეთში. ის წარმოადგენს კადონით დამაგრებულ ორ ვერტიკალურ სვეტს, რომელთა შორის სამკუთხედის ფორმის მოძრავი ბასრი ნაჯახის პირია ჩასმული. ნაჯახი მთელი ძალით ეცემა და თავს კვეთს მსჯავრდებულს.

გილიოტინა ერთ-ერთი სიმბოლოა საფრანგეთის რევოლუციისა და მისი სისასტიკის. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ის ხმარებიდან არ ამოუღიათ. მისი მეშვეობით სიკვდილმისჯილების დასჯა რამდენიმე ქვეყანაში კიდევ მიმდინარეობდა.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]