„ნუმენორის დაცემა და შუახმელეთის მეორე ეპოქის სხვა თხზულებები“ — 2022 წლის ფენტეზის ჟანრის ნაშრომი, რომელიც მოიცავს ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის მეორე ეპოქასთან დაკავშირებულ თხზულებებს. მისი რედაქტორია ბრაიან სიბლი. წიგნი შეიცავს ნუმენორის დაარსების, ისტორიისა და განადგურების ქრონიკებს, ძალაუფლების ბეჭდების შექმნის და საურონის წინააღმდეგ უკანასკნელი ალიანსის ჩამოყალიბების ამბავს, რითაც მეორე ეპოქა დასრულდა.
ბრაიან სიბლიმ წიგნისთვის შეიმუშავა ახალი განმარტებები. გარეკანის და ილუსტრაციების ავტორია მხატვარი ალან ლი..[1] წიგნი გამოიცა 2022 წლის 15 ნოემბერს[1], რაც დაემთხვა მეორე ეპოქასთან დაკავშირებული სერიალ „ძალაუფლების ბეჭდების“ გამოსვლას.[1]