მეფის დაბრუნება

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეფის დაბრუნება
The Return of the King
Returnofthekingge.jpg
2011 წლის ქართული გამოცემის ყდა
ავტორი

ჯ.რ.რ. ტოლკინი

ქვეყანა

ინგლისი

ენა

ინგლისური

სერია

ბეჭდების მბრძანებელი

ჟანრი

ფენტეზი

გამომცემელი

George Allen & Unwin

გამოცემის თარიღი

20 ოქტომბერი, 1955

ქართულად გამოიცა

იანვარი 2011

მედია

მაგარი და რბილი ყდები

გვერდი

467 (2011 წლის ქართული გამოცემა)

isbn

99940-34-14-7
(2011 წლის ქართული გამოცემა)

წინამორბედი

ორი ციხე-კოშკი

ბეჭდების მბრძანებელი
წიგნი I · წიგნი II · წიგნი III

მეფის დაბრუნებაჯ.რ.რ. ტოლკინის ეპიკური რომანის „ბეჭდების მბრძანებელი“ მესამე წიგნი, რომლის მოქმედებასაც ადგილი აქვს შუამიწეთში. წიგნი გამოვიდა 1955 წლის 20 ოქტომბერს.

სექციების სია

[რედაქტირება] სახელწოდება

თავდაპირველად ტოლკინს ამ რომანის ერთი წიგნის სახით გამოცემა სურდა. ეს ნიშნავს, რომ ექვს ნაწილად დაყოფილი რომანი, დამატებითი მასალებით, უნდა გამოცემულიყო ერთიანი სახით. გამომცემელმა კი, როდესაც საუბარი მიდიოდა ცალკე წიგნებზე, მას მესამე წიგნის გამოცემისათვის შესთავაზა სახელი 'მეფის დაბრუნება', თუმცა ტოლკინი თავად უპირატესობას ანიჭებდა 'მეფის დაბრუნებას'.

[რედაქტირება] მოკლე შინაარსი

[რედაქტირება] წიგნი V: ბეჭდის ომი

პირველი ინგლისური გამოცემის გარეკანი

გენდალფი და პიპინი მიემგზავრებიან მინას ტირითში, გონდორის სამეფოში, რათა დენეთორს, გონდორის მოურავს, ამცნონ, რომ მის ქალაქს მალე საურონის ჯარები მოადგებიან. პიპინი საჯაროდ დებს ფიცს, რომ ემსახურება დენეთორს, ვინაიდან თვლის, რომ ბორომირი, დენეთორის ვაჟი, მისი და მერის დაცვისას იქნა მოკლული. ჯარი სულ უფრო და უფრო მოიწევს მინას ტირითის კედლებთან, ხოლო დენეთორი სულ უფრო მეტ უიმედობას განიცდის. ბორომირის უმცროსი ძმა ფარამირი ბრუნდება შინ, მაგრამ დენეთორი მას უბრძანებს, ოსგილიათი დაიცვას. ბრძოლის დროს ფარამირი სასიკვდილოდ არის დაჭრილი. მას სახლში გადმოასვენებენ. ჩანს, თითქოს იგი მკვდარია. სასოწარკვეთილი დენეთორი გადაწყვიტავს, დაწვას მისი და საკუთარი თავიც. მინას ტირითს კი ამ დროს ორკები ახვევია.

ამასობაში როჰანში თეოდენი და მისი როჰირიმები ისვენებენ ჰორნბურგის დაცვის შემდეგ. არაგორნი შემთხვევით იხედება პალანტირში და ხვდება, რომ საურონი ახალ დარტყმას აპირებს. იგი გადაწყვიტავს, გონდორის დასახმარებლად გაემგზავროს. მას აქვს სურვილი დაეხმაროს სამეფოს ფიცის გამტეხთა არმიით. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც შეჰპირდნენ მეფე ისილდურს, რომ დაეხმარებოდნენ საურონთან ბრძოლისას. მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მათ უარი თქვეს დახმარებაზე. ამიტომ, სამუდამო წყევლის ძალის ქვეშ მყოფნი, ისინი კვლავ ცხოვრობენ დუნჰაროუს ტერიტორიაზე სულების სახით და ელოდებიან, რომ მეფის მემკვიდრე მოუხმობს ერეხის ქვასთან და ისინი ფიცით დათქმულს აღასრულებენ. არაგორნს ეხმარებიან ლეგოლასი და გიმლი, ისევე როგორც არნორის მზვერავები (რუხი რაზმი). მეფე თეოდენი ამასობაში, როჰირიმებთან ერთად, თავად მიემგზავრება გონდორის დასახმარებლად. მერის, რომელსაც სწადია მეომრების დახმარება, თეოდენი უარს ეუბნება და უბრძანებს, ედორასში დარჩეს. მიუხედავად ამისა, ჰობიტს თან გაიყოლებს მეომარი დერნჰელმი. გადაცმული მერი იმალება როჰირიმებს შორის.

მორდორის ჯარს წინ მიუძღვის ანგმარის გრძნეული მეფე. ჯარი არღვევს ქალაქის დაცვას, მაგრამ მათ როჰირიმები უტევენ. არაგორნი ამასობაში, ფიცის გამტეხებთან ერთად ანადგურებს მტრის დასახმარებლად მოვლენილი უმბარელ მეკობრეებს, რითაც ფიცის გამტეხნი აღასრულებენ დანაპირებს და სამუდამოდ ტოვებენ სამყაროს. არაგორნი ათავისუფლებს უმბარელთა მიერ დატყვევებულ გონდორელებს, რომლებიც მას უერთდებიან. მორდორის ჯარები შეცბუნებულები არიან სამეფო დროშის დანახვით, რომელიც მომდგარ გემებზეა აფრიალებული.

პელენორის მინდვრებზე ბრძოლაში გრძნეულ მეფეს დაჭრის დერნჰელმი, რომელიც ეოვინი აღმოჩნდება. მას მერიც ეხმარება. ამგვარად, როჰანი თავისუფლდება, მაგრამ ომში იღუპება არაერთი გონდორელი და როჰანელი, ისევე როგორც მეფე თეოდენი. დენეთორი ცდილობს, ფარამირთან ერთად თავი დაიწვას, მაგრამ გენდალფი და პიპინი გადაარჩენენ უკანასკნელს, რომელსაც შემდგომში არაგორნი განკურნავს. დენეთორი იღუპება.

არაგორნი ასევე განკურნავს მერისა და ეოვინს, რომლებიც გრძნეულმა მეფემ დაჭრა. იციან რა, რომ საურონისათვის შემდეგი დარტყმის მომზადება მხოლოდ დროის საკითხია, გენდალფი და არაგორნი გადაწყვიტავენ ჯარები ბნელ კარიბჭესთან შეკრიბონ, რათა მტრის თვალი ფროდოსა და სემს აარიდონ, რომლებმაც უხილავად ბედისწერის მთამდე უნდა მიაღწიონ და გაანადგურონ ძალაუფლების ბეჭედი. ბნელ კარიბჭესთან იწყება დიდი ბრძოლა. მოკლული ტროლი ეცემა პიპინზე, რომელიც დიდი არწივების მოახლოებისას გონებას კარგავს.

[რედაქტირება] წიგნი VI: მეფის დაბრუნება

[რედაქტირება] შეფასება

გამოცემის The New York Times ფურცლებზე ვისტენ ჰიუ ოდენმა მეფის დაბრუნებას მაღალი შეფასება მისცა, ხოლო მთლიანად ბეჭდების მბრძანებელს უწოდა ჟანრის შედევრი.[1]

[რედაქტირება] ადაპტაციები

[რედაქტირება] სქოლიო

  1. Auden, W.H. (22 January 1956). At the end of the Quest, Victory. The New York Times. წაკითხვის თარიღი: 28 December 2010.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე