სერ გავეინი და მწვანე რაინდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერ გავეინი და მწვანე რაინდი
ინგლ. Sir Gawain and the Green Knight
Sir Gawain first page 670x990.jpg
ავტორი

უცნობია

ქვეყანა

ინგლისი

ენა

ინგლისური ენა

გამოცემის თარიღი

XIV საუკუნე

მთარგმნელი

ქართულ ენაზე თარგმანი არ არსებობს, საშუალოინგლისური ენიდან თანამედროვე ინგლისურ ენაზე თარგმნა ჯონ რონალდ რუელ ტოლკინმა

წინამორბედი

'

მომდევნო

'

სერ გავეინი და მწვანე რაინდი (ინგლ. Sir Gawain and the Green Knight) — XIV საუკუნის ალიტერაციული პოემა , სარაინდო რომანი, მიძღვნილი მეფე არტურის ძმიშვილის, სერ გავეინის თავგადასავლისადმი. პოემა ასახავს რაინდობის სულისკვეთებასა და სიტყვისადმი ერთგულებას. პოემაში გამოყენებული სახეები წარმოშვა კელტურ, გერმანულ და სხვა ფოლკლორულ-მითოლოგიურ ტრადიციებში.[1][2].

სერ გავეინი და მწვანე რაინდი არის სარაინდო რომანის მნიშვნელოვანი მაგალითი, სადაც არის ამ ჟანრისთვის დამახასიათებელი სიუჟეტი, დაკავშირებული გმირის მიერ სხვადასხვა შემოწმებების გავლასთან, რომლებიც მისი პიროვნული თვისებების შემოწმება აღმოჩნდებიამ. პოემის განსხვავებული კრიტიკული განხულვები - დაწყებული ქრისტიანული და დამთავრებული ფემინისტურით ცხადყობს ნაწარმოებში შეხებულ თემებს, მაგალითად კონფლიქტს ინგლისისა და უელსის მოსახლეობას შორის.

ინგლისურენოვან ქვეყნებში ინტერესი ნაწარმოებისადმი შენარჩუნებულია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის თარგმანის მეშვეობით. არსებობს ასევე საიმონ ერმიტიჯისა და ჯონ გარდნერის თარგმანები საშუალოინგლისური ენიდან თანამედროვე ინგლისურზე. ქართულ ენაზე ნაწარმოების თარგმანი არ არსებობს.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. The Norton Anthology of English Literature / Ed. Stephen Greenblatt. — New York, London: W. W. Norton and Co., 2006. — Vol. B. — P. 19-21; 160—161. — ISBN 0-393-92833-0.
  2. Web Resources for Pearl-poet Study: A Vetted Selection. კალგარის უნივერსიტეტი. წაკითხვის თარიღი: 2007-04-01.