ბილბო ბეგინსი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბილბო ბეგინსი
პერსონაჟი ტოლკინის ნაწარმოებიდან
სხვა სახელები ელფების მეგობარი, ’ბილბა ლაბინგი’
რასები ჰობიტები
წიგნები ჰობიტი (1937)
ბეჭდების მბრძანებელი (1954-1955)
დაუსრულებელი მოთხრობები (1980)

ბილბო ბეგინსიჯ.რ.რ. ტოლკინის რომანების ჰობიტი და ბეჭდების მბრძანებელი პერსონაჟი.

ტოლკინის მიხედვით, ბილბო არის ’ჰობიტის’ (საკუთარი თავგადასავლების) წიგნის ავტორი და სილმარილიონის მთარგმნელი.

ბილბომ სახელი გაითქვა გენდალფთან და 13 ჯუჯასთან ერთად მოგზაურობით. ამ მოგზაურობისას მათ დალაშქრეს ერებორი, დრაკონ სმაუგის მიერ მიტაცებული ჯუჯების განძის კანონიერ მფლობელებთან დაბრუნების მიზნით. სმაუგი მოკლული იქნა ესგაროთის დანგრევისას. შემდეგ მოხდა ხუთი ლაშქრის ბრძოლა, რომლის შემდეგ ბილბო დაბრუნდა შინ, ჰობიტონში და მშვიდად ცხოვრობდა მოგზაურობიდან თან მოტანილი ნადავლით - ხმლით (ნესტარი), მითრილის პერანგით და ბეჭდით.

ბეჭედი, როგორც აღმოჩნდა, ეკუთვნოდა საურონს და ძალაუფლების დიდ წყაროდ ითვლებოდა. სწორედ ამიტომ საურონი მას მრავალი წელი ეძებდა. მას შემდეგ, რაც ბილბომ რივენდელს მიაშურა და ბეჭედი ფროდო ბეგინსს დაუტოვა, ფროდომ, გენდალფის მითითებით, დატოვა მშობლიური მხარე. რივენდელში გადაწყდა, რომ ფროდო იქნებოდა ბეჭდის მზიდავი, ამიტომ დაიწყო ახალი სარისკო მოგზაურობა. მორდორში ბეჭდის განადგურების შემდეგ ფროდო დაბრუნდა ჰობიტონში. გარკვეული დროის შემდეგ მან და ბილბომ ერთად დატოვეს შუამიწეთი და უკვდავი მიწებისაკენ აიღეს გეზი.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე