სმაუგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სმაუგი
სხვა სახელები ტრაგუ (ველის ენაზე),[1]ოქროს,
დიდებული,
ერებორის დრაკონი
ბიოგრაფიული ცნობები
რასა დრაკონი
ნაწარმოები ჰობიტი
მეფის დაბრუნება
დაუსრულებელი თხზულებები

სმაუგი (Smaug) — პერსონაჟი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში. იგი არის დრაკონი და რომანის „ჰობიტი“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, რომელმაც სამეფო ერებორი დაიპყრო და ჯუჯები გამოაძევა.

ჯადოსანი განდალფი ფიქრობდა, რომ თუ სმაუგი ომის დროს საურონს დაუჭერდა მხარს, ეს დიდძალი ზარალის მიზეზი იქნებოდა, ამიტომ გადაწყვიტა მისი განადგურება. იგი შეხვდა თორინ მუხისფარს, რომელსაც შესთავაზა დახმარება ჯუჯების განძის დაბრუნებაში. თორინი თორმეტ ჯუჯასთან და ერთ ჰობიტთან ერთად შეუდგა მოგზაურობას, რომელიც დაწვრილებით აღწერილია „ჰობიტში“.

სმაუგი ცხოვრობდა მარტოსულ მთაში, სადაც აგრეთვე ინახებოდა ჯუჯებისგან წართმეული განძი. მას შემდეგ, რაც ჯუჯებმა მარტოსულ მთას მიაღწიეს, ბილბომ შეძლო, მოეპარა ერთი თასი და დრაკონს გასაუბრებოდა. სმაუგი გაბრაზდა და ქალაქ ველზე თავდასხმა გადაწყვიტა, ვინაიდან თვლიდა, რომ ჯაშუში იქიდან მიუგზავნეს. მაცხოვრებლებმა დაინახეს დრაკონი და მზადება დაიწყეს. ამის მიუხედავად, მან დიდი ზარალი მიაყენა ქალაქს, თუმცა განგმირულ იქნა ბარდის, შემდგომში ველის მმართველის მიერ ისრით, რომელიც მოხვდა ჯავშნის დაუცველ ადგილს. ეს ადგილი თავდაპირველად ბილბომ შეამჩნია დრაკონთან ლაპარაკის დროს.

პიტერ ჯექსონის ფილმების სერიაში ჰობიტი სმაუგს განასახიერებს და ახმოვანებს მსახიობი ბენედიქტ კამბერბეჩი.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თარგი:ME-ref/ᲨᲮ
  2. Fleming, Mike. (16 June 2011) Benedict Cumberbatch To Voice Smaug in 'The Hobbit'. Deadline New York. ციტირების თარიღი: 19 June 2011.