ფროდო ბეგინსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფროდო ბეგინსი
სხვა სახელები ცხრათითა ფროდო, ბატონი სერქვეშა, ბეჭდის-მცველი, ელფთა მეგობარი, მაურა ლაბინგი
ბიოგრაფიული ცნობები
რასა ჰობიტები
ნაწარმოები ბეჭდების მბრძანებელი, სილმარილიონი, დაუსრულებელი თხზულებები

ფროდო ბეგინსი (Frodo Baggins, ქართულ თარგმანებში - „ფროდო აბგელი“) — პერსონაჟი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში. ძირითადად, ფიგურირებს რომანში „ბეჭდების მბრძანებელი“, რომლის მთავარი პერსოანჟია.

ფროდო არის ჰობიტი. მშობლების დაღუპვის შემდეგ იგი სახლდება ბიძასთან, ბილბო ბეგინსთან. წლების შემდეგ ბილბო ტოვებს მშობლიურ მხარეს, მაზრას და შუაველში, ელფებთან მიდის, ხოლო ფროდოს უტოვებს ძალაუფლების მთავარ ბეჭედს, რომელსაც საურონი ეძებს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფროდო დაიბადა 2968 წლის 22 სექტემბერს (იმავე რიცხვში, რაც ბილბო ბეგინსი), დროგო ბეგინსისა და ფურისულა ბრენდიბაკების ოჯახში. ახალგაზრდობის წლები მან გაატარა ბაკლენდში, დედის მშობლიურ მხარეში. ბევრი მას მიიჩნევდა ხულიგნად, რადგან ის ხშირად იპარებოდა ფერმერ მეგოტის მინდვრებზე და იპარავდა სოკოებს.

2980 წელს მისი მშობლები მგზავრობდნენ ნავით მდინარე ბრენდივაინზე და ჩაიძირნენ. ფროდოს და-ძმა არ ჰყოლია და ის ობლად დარჩა. წლების შემდეგ იგი იშვილა ბილბო ბეგინსმა, ბიძამისმა.

ბეგ ენდში ორივე მშვიდად ცხოვრობდა. ფროდო ბიძის დახმარებით დაეუფლა შუახმელეთის ენებს, ლეგენდებსა და ლექსებს. ასევე ამბობენ, რომ ფროდოს მაზრის ტყეებში ელფებიც ჰყავდა ნანახი. ამიტომ, შეიძლება ითქვას, ფროდო განსხვავებული ჰობიტი იყო.

3001 წელს ბილბოს შეუსრულდა 111 წელი, ხოლო ფროდოს - 33 (ამ პერიოდში ის გამოიყურებოდა, როგორც ბიჭუნა). დაბადების დღის აღნიშვნის დროს ბილბო გაქრა საურონის ბეჭდის დახმარებით და დააპირა მაზრიდან წასვლა ისე, რომ არ სურდა ბეჭდის დატოვება. მაგრამ განდალფმა აიძულა, იგი ფროდოსათვის გადაეცა.

50 წლის ასაკში ფროდო კვლავ გამოიყურებოდა, როგორც მოზარდი. ისევე, როგორც ბევრი სხვა ჰობიტი, ისიც ღაჟღაჟა ლოყებიანი იყო, აღნაგობით კი ზოგიერთ ჰობიტთან შედარებით მაღალიც. მას ჰქონდა წაბლისფერი თმა, ღია ფერის თვალები და ნაკეცი ნიკაპზე.

უღიმღამო ცხოვრება მაზრაში, როგორც ეტყობა, ფროდოსთვის ოდნავ მომაბეზრებელი აღმოჩნდა. 3018 წლის 12 აპრილს განდალფმა მას უამბო, რომ ბილბოს ბეჭედი ოდესღაც საურონს ეკუთვნოდა. ფროდო შოკირებული იყო, მაგრამ მიხვდა, რომ მაზრა უნდა გადარჩენილიყო და იგი ამ ამოცანას თავს შესწირავდა.

ფროდომ გადაწყვიტა შუაველში თავის მოახლე, სემუაიზ გემჯისთან ერთად გამგზავრება. ბეგ ენდი მან ლობელია სეკვილ-ბეგინსს მიჰყიდა, იმის გამო, რომ ფული უკვე შემოაკლდა და საცხოვრებლად ბაკლენდში გადასვლას აპირებდა. 23 სექტემბერს, დაბადების დღის თავზე, მან დატოვა მშობლიური სოფელი.

ბილბოს მიერ დატოვებული ბეჭდის თითზე გაკეთების სურვილი ფროდოს პირველად გაუჩნდა, როდესაც ჰობიტებმა დაინახეს შავი მხედარი. ეს იყო ხამული, ნაზგულებიდან ერთ-ერთი. წიგნის მიხედვით, ფროდომ ბეჭედი პირველად გაიკეთა ტომ ბომბადილთან სტუმრობისას (სადაც, როგორც ეტყობა, მას ბეჭდის აჩრდილები არ დაუნახავს).

ბეჭდის საძმოს დაშლის შემდეგ ფროდო აპირებდა მორდორში ეულად მოგზაურობას, მაგრამ სემ გემჯი მას მაინც გაჰყვა. ეს ბედისწერა იყო - სემის გარეშე ფროდო, შესაძლოა, ბოროტების მხარეს მოქცეულიყო. ასევე ძალიან სახიფათო იქნებოდა გოლუმთან მარტო მოგზაურობა. რა თქმა უნდა, გოლუმიც ყოფილი ჰობიტი იყო, მაგრამ ისე ეპყრობოდა დანარჩენებს, თითქოს უარყოფდა თავის წარმომავლობას.

ბეჭდის განადგურების შემდეგ ფროდო და სემი მორდორიდან არწივებმა გადაარჩინეს. მაზრაში დაბრუნებულებმა აღმოაჩინეს, რომ იგი დაპყრობილია ადამიანთა მიერ. ომში დიდი გამოცდილების მქონე ოთხეულმა (მერისთან და პიპინთან ერთად) ააჯანყა თავისუფლების მსურველი ყველა ჰობიტი და დაამარცხა დამპყრობლები, სარუმანის მეთაურობით.

აქ დასრულდა ბეჭდის ომი და ფროდომ განაგრძო მუშაობა ბილბოს მემუარებზე. მაგრამ ერთი წლის შემდეგ მან იგრძნო ტკივილი, ბაბაჭუაისა და გრძნეული მეფის მიერ მიყენებული ჭრილობებისგან. იგი მიხვდა, რომ განკურნების გზა არ არსებობს და გაჰყვა განდალფსა და სხვებს დასავლეთში, უკვდავ მიწებში. მთელი ქონება მან სემს დაუტოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ფროდოს საბოლოო ბედი უცნობია, ამბობენ რომ ცხოვრების უკანასკნელი პერიოდი მან ტოლ ერესეას კუნძულზე გაატარა, ამანში. იქ მან საბოლოოდ ჰპოვა სიმშვიდე და განკურნება. მისი გარდაცვალების წელი უცნობია.

ხასიათი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფროდო მხიარული და ოპტიმიზმით სავსეა. მაგალითად, ნაზგულის მიერ დაჭრის შემდეგ, გზად შუაველში ის მხნედ არის და ლექსებსაც კი წარმოთქვამს.

სახელები და წოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფროდო ბეგინსი - ძველ ინგლისურში, სიტყვა fród აღნიშნავს 'გამოცდილებით მიღებულ სიბრძნეს'.
  • ბეჭდის-მცველი - ასე ფროდოს უწოდეს მას შემდეგ, რაც იგი დათანხმდა ბეჭდის მორდორში წაღებაზე.
  • ელფთა მეგობარი - ეს სახელი ფროდოს შეარქვა გილდორმა, მას შემდეგ რაც ნახა, როგორ ერკვევა იგი ელფთა ენებში და რამდენად თბილად არის განწყობილი მათი კულტურის მიმართ.
  • ბატონი სერქვეშა - underhill (გორაკის ქვეშ) - ასე შეირქვა ფროდომ, როდესაც დატოვა ბეგ ენდი. ეს უკანასკნელი განლაგებული იყო გორაკის ქვეშ. იგივე სახელით ფროდომ თავი წარადგინა სერში, „ყალყზე შემდგარ პონიში“.
  • ნახევარკაცა - ასე უწოდებდნენ ხშირად ჰობიტებს.

ბატონი - როგორც სემი, ასევე გოლუმი მიმართავდა ფროდოს 'ბატონობით', სხვადასხვა მიზეზის გამო. სემი იყო ფროდოს მოახლე, ხოლო გოლუმი იყო ბეჭდის მონა.

  • ცხრათითა ფროდო - გოლუმმა ფროდოს მოაგლიჯა თითი, რომელზეც მას ბეჭედი ეკეთა. გონდორის მენესტრელმა მოგვიანებით დაწერა სიმღერა, სადაც იმღერა ცხრათითიან ფროდოსა და ბედისწერის ბეჭედზე.
  • Bronwe athan Harthad (ამტანობა იმედს მიღმა) - „მეფის დაბრუნების“ თავის „განშორებები“ ერთ-ერთ ხელნაწერში ფროდოს ასე უწოდა განდალფმა.
  • Daur - კორმალენის მინდორზე ასე უწოდებენ ფროდოს. ეს არის სიტყვის taur, დიდსულოვანი ერთგვარი ფორმა.
  • Iorhael - ეს არის ფროდოს სახელის სინდარული ვერსია.
  • Maura Labingi - ფროდოს სახელის ვერსია ჰობიტურად (რადგან ტოლკინმა თავის წიგნში სახელები, თითქოს და ჰობიტურიდან გადმოიტანა უფრო ბრიტანულ ფორმაში).
  • ბინგო ბეგინსი - პირველ ხელნაწერებში, ფროდოს ასე ერქვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]