ბეჭდების მბრძანებელი: როჰირიმთა ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ბეჭდების მბრძანებელი: როჰირიმთა ომი“

ოფიციალური ლოგო
რეჟისორი კენძი კომიამა
პროდიუსერი ჯოსეფ ჩოუ
სცენარის ავტორი
  • ფიბი გიტინზი
  • არტი პაპაგეორგიუ
ეფუძნება ბეჭდების მბრძანებელი
ჯ. რ. რ. ტოლკინი
ისტორია
  • ჰეფრი ედისი
  • უილ მეთიუზი
როლებში
მუსიკა სტივენ გალაგერი
სტუდია
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 13 დეკემბერი, 2024 (2024-12-13)
ქვეყანა
  • იაპონია
  • აშშ
ენა ინგლისური

ბეჭდების მბრძანებელი: როჰირიმთა ომი (ინგლ. The Lord of the Rings: The War of the Rohirrim) — კენძი კამიამას მომავალი ანიმაციური ფენტეზი ფილმი, დაფუძნებული ფიბი გიტინზის და არტი პაპაგეორგიუს სცენარზე და ჯ. რ. რ. ტოლკინის რომანზე „ბეჭდების მბრძანებელი“. მას ამზადებენ Warner Bros. Animation და New Line Cinema, ხოლო ანიმაციურ ნაწილს — Sola Entertainment. ეს არის ფილმ „ბეჭდის საძმოს“ მოვლენებამდე 261 და „ჰობიტის“ მოვლენებამდე დაახლოებით 200 წლით ადრე განვითარებული ამბავი. ფილმში ბრაიან კოქსი ახმოვანებს ჰელმ მუშტჩაქუჩას, როჰანის ლეგენდარულ მეფეს. მირანდა ოტო ახმოვანებს ეოვინს.

ფილმის შემუშავება დაიწყო 2021 წლის ივნისში, კამიამას, ფილიპა ბოიენსის („ბეჭდების მბრძანებლის“ დამატებითი სცენარისტის) და ჯეფრი ედისის და უილ მეთიუზის მიერ. ანიმაციურ სეგმენტებზე მუშაობისას შთაგონების წყარო იყო პიტერ ჯექსონის „ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგია. გიტინზი და პაპაგეორგიუ 2022 წლის თებერვლისთვის სცენარზე მუშაობდნენ. ფილმს Warner Bros. Pictures აშშ-ში გამოუშვებს 2024 წლის 13 დეკემბერს[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. D'Alessandro, Anthony (August 24, 2023). 'Lord Of The Rings: The War Of The Rohirrim' Release Delayed Until December 2024“. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: August 24, 2023.