ფინი და ჰენგესტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფინი და ჰენგესტი“ (ინგლ. Finn and Hengest) — ანგლოსაქსური ლეგენდების რედაქცია, დაფუძნებული ჯ.რ.რ. ტოლკინის 1920 წლის ჩანაწერებზე.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ფინი და ჰენგესტი“ მომდინარეობს ფინსბურგის ბრძოლის ისტორიიდან, რომელიც აგრეთვე ცნობილია „ფინსბურგული ფრაგმენტის“ სახელით. ეს არის ძველ ინგლისურ ენაზე დაწერილი პოემის შემორჩენილი ფრაგმენტი. ფინსბურგის ციხესიმაგრის ალყის ამბავი აღწერილია „ბეოვულფშიც“. ვარაუდობენ, რომ მას ნამდვილად ჰქონდა ადგილი V საუკუნეში.

ფინსბურგული ფრაგმენტის ხელნაწერი XVII საუკუნის ბოლოს კენტერბერიელი არქიეპისკოპოსების ბიბლიოთეკაში იქნა ნაპოვნი ჯორჯ ჰიქსის მიერ. 1705 წელს მან ეს ხელნაწერი თარგმნა და გამოსცა. სია, რომელიც მან გამოიყენა ასლების დასამზადებლად, მოგვიანებით დაკარგული იქნა.

ფრაგმენტი 48 სტრიქონისგან შედგება. დანიელი ჰნეფი და მისი 60 ტენი, რომელიც დაბანაკებული იყო ფინის (ფრიზების მბრძანებლის) ციხესიმაგრეში, ხუთი დღის განმავლობაში უცნობი მტრის შემოტევას იგერიებენ. ტექსტი წყდება დაჭრილი მეომრის ბელადისადმი მიმართვისას. იგივე ისტორია მოთხრობილია „ბეოვულფის“ 1068-1159-ე სტრიქონებში, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ ჰნეფის მტერი თავად ფინი იყო. ჰნეფი ამ წყაროს მიხედვით იღუპება, ხოლო ცოცხლად დარჩენილი ხალხი, ჰენგესტის მეთაურობით, კვლავ წინააღმდეგობას უწევს მტერს და ფრიზებს ისეთ დარტყმას მიაყენებს, რომ ფინი იძულებულია, მოლაპარაკებებზე დათანხმდეს.

ზამთარი მშვიდად ჩაივლის, მაგრამ გაზაფხულზე ჰნეფის ორი მოახლე, ოსლაფი („ფინსბურგის ბრძოლაში“ ცნობილია, როგორც ორდლაფი) და გუდლაფი შინ ბრუნდებიან. ისინი დიდ ლაშქარს აგროვებენ და ბრუნდებიან ფრიზიაში, სადაც ბელადის მოკვლაზე შურს იძიებენ, კლავენ ფინსა და მის ხალხს. ჰენგესტის, კენტის მეფისა და ჰენგესტის, რომელიც „ბეოვულფის პერსონაჟია“, იდენტურობა სავარაუდოა, მაგრამ დამტკიცებული არ არის.

„ბეოვულფის“ შედგენის პერიოდში (VIII-X საუკუნეები) ფინსბურგის ბრძოლა შორეულ წარსულად ითვლებოდა და ლეგენდები მასზე ყველა იმ დროის ისტორიკოსსა თუ რიგით პიროვნებას უნდა სცოდნოდა. საგულისხმოა, რომ კენტერბერიულ ფრაგმენტში ქრისტიანობის ხსენება არ არის, ვინაიდან ჰნეფის სამგლოვიარო კოცონი, აღწერილი „ბეოვულფში“, წარმართული ტრადიციაა.

ტოლკინის ნაშრომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოლკინის ვერსიით, ფინსბურგის ალყა წარმოადგენდა დანიელ მეომართა შორის შიდა განხეთქილების შედეგს. ორივე მხარეს იყვნენ იუტები, განდევნილი დანიიდან და ფრიზებს შეფარებულები. ბრძოლისას მოხდა უფრო „ძველი“ იუტების (ფინის მსახურთა) და „ახლების“ (ჰნეფთან ერთად მოსულების) შეჯახება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]