ჰურინის შვილები
| ჰურინის შვილები | |
| The Children of Húrin | |
წიგნის ყდა, ალან ლის ილუსტრაციით |
|
| ავტორი |
ჯ. რ. რ. ტოლკინი; |
|---|---|
| ილუსტრატორი | |
| ქვეყანა |
ინგლისი |
| ენა |
ინგლისური |
| თემა |
ტრაგედია |
| ჟანრი | |
| გამომცემელი |
HarperCollins (ბრიტანეთი) |
| გამოცემის თარიღი | |
| მედია |
წიგნი (რბილი და მაგარი ყდები) |
| გვერდი |
320 |
| oclc |
78790549 |
| ISBN |
0-618-89464-0 |
ჰურინის შვილები — ჯ. რ. რ. ტოლკინის რომანი, რომელიც გამოიცა 2007 წელს. თავდაპირველად იგი დაიწერა 1910 წელს, დამუშავდა რამდენიმე წლის შემდეგ, მაგრამ არ იქნა დასრულებული 1973 წლამდე. მწერლის შვილმა, კრისტოფერ ტოლკინმა, თავად შესძლო მამის ნაშრომის რედაქტირება და აქცია იგი პროზად - იმ დროს, როდესაც ორიგინალი წარმოდგენილი იყო პოემის სახით. 2007 გამოცემა, მიუხედავად იმისა, რომ „ჰურინის შვილების“ წინა ვერსიები სხვადასხვა წლებში შეტანილი იყო სხვა წიგნებშიც, ეს არის რომანის ყველაზე სრულყოფილი ვარიანტი.
წინაისტორია [რედაქტირება]
მთავარი პერსონაჟების ისტორია და წარმომავლობა მოცემულია წიგნის შესავალში. წინაისტორიის დიდი ნაწილი წარმოდგენილია სილმარილიონის ქრონიკებში. ყველაფერი იწყება წიგნის მოვლენებამდე 500 წლით ადრე. მორგოთი, ვალა, გარბის ვალინორიდან და სახლდება შუამიწეთში. ანგბანდის ციხესიმაგრიდან იგი ცდილობს შუამიწეთის მართვას და იწყებს ბელერიანდის ელფებთან ბრძოლას.
თუმცა, ელფთა სამეფოების დიდი ნაწილი მყარად დგას. მათ შორის არის დორიათი, რომელსაც მეფე თინგოლი მართავს. გარკვეული დროის შემდეგ ნოლდორელი ელფები მოხვდებიან ბელერიანდში, შემდეგ კი, სინდარელ ელფებთან ერთად ანგბანდზე იერიშით მიდიან. შუამიწეთში ყალიბდება ახალი სამეფოები. ასეთებია ჰითლუმი (ფინგონის სამეფო), ნარგოთრონდი (ფინროდ ფელაგუნდის სამეფო) და გონდოლინი (ტურგონის სამეფო).
გადის სამი საუკუნე. ამ პერიოდში ბელერიანდში ადამიანები ჩნდებიან. ისინი არიან ედაინები, დასავლეთში გაქცეულთა შთამომავლები. ბეორის საგვარეულო ლადროსის მიწას მართავს, ჰალეთის ხალხი ბრეთილის - ტყეს, ხოლო ჰადორის საგვარეულოს ძალაუფლება ვრცელდება დორ-ლომინის ტერიტორიაზე. მოგვიანებით ბელერიანდში ჩნდებიან სხვა ადამიანებიც, კერძოდ - აღმოსავლელები, რომელთა ნაწილი მორგოთთან კავშირშია.
ანგბანდზე იერიშის, მოულოდნელი ალის ბრძოლის დროს მორგოთი იმარჯვებს. ბეორის საგვარეულო განადგურებულია, ელფთა და ედაინთა რიგებში დიდი დანაკარგია, თუმცა მრავალი სამეფო კვლავ გადარჩენილია, მათ შორის - დორ-ლომინი, სადაც მეფობა ჰურინ თალიონის ხელში გადადის.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||