მისტერ ბლისი
| მისტერ ბლისი | |
| Mr. Bliss | |
"მისტერ ბლისი”, წიგნის პირველი გამოცემის ყდა |
|
| ავტორი |
ჯ.რ.რ. ტოლკინი |
|---|---|
| ილუსტრატორი |
ჯ.რ.რ. ტოლკინი |
| ქვეყანა |
ინგლისი |
| ენა |
ინგლისური |
| ჟანრი |
ზღაპარი |
| გამოცემის თარიღი |
1982 |
„მისტერ ბლისი“ — ჯ. რ. რ. ტოლკინის საბავშვო წიგნი, რომელიც გამოიცა 1982 წელს. ეს არის ტოლკინის ნაკლებად ცნობილი მოთხრობა, რომელიც მოგვითხრობს მისტერ ბლისისა და მისი მანქანის ისტორიას. სიუჟეტური ხაზი აგებულია გაბრაზებული მეზობლების, დათვების, გამყიდვლებისა და სხვა გმირების მონაწილეობით.
თავად ამ ისტორიის შთაგონებად იქცა ტოლკინის პირადი გამოცდილება მანქანასთან, რომელიც მან 1932 წელს შეიძინა. დათვების სახით წარმოდგენილია მისი შვილების სათამაშოები. ტოლკინი თავად იყო წიგნის ყდის ავტორი და ილუსტრატორი.
წიგნი არ გამოცემულა პროფესორის გარდაცვალებამდე. იგი მდიდრულად ილუსტრირებული იყო, ამიტომაც გამოცემა საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული.
1982 წლის გამოცემაში თითო გვერდი უკავია ტოლკინის ხელნაწერ ვარიანტს და ილუსტრაციებს, ხოლო მეორე — ნაბეჭდ ვერსიას.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||