Into the West (სიმღერა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Into the West“
სინგლი  - ენი ლენოქსი
ალბომიდან მეფის დაბრუნება (მუსიკა ფილმიდან)მეფის დაბრუნება (მუსიკა ფილმიდან)
გამოსვლის თარიღი ნოემბერი 2003
ჩაიწერა ახალი ზელანდია
ჟანრი ორკესტრული მუსიკა
ხანგრძლივობა 5:38
ლეიბლი Reprise Records
სიმღერის ავტორი ენი ლენოქსი
ფრენ უოლში
ჰოვარდ შორი
ენი ლენოქსი - სინგლების ქრონოლოგია
„Pavement Cracks“
(2003)
Into the West
(2003)
„A Thousand Beautiful Things“
(2004)

Into the West“ — ფრენ უოლშის, ჰოვარდ შორისა[1] და ენი ლენოქსის მიერ დაწერილი სიმღერა ფილმისათვის „ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება“.

სიმღერის ტექსტიდან გამომდინარე, ეს არის გალადრიელის გალობა მათთვის, ვინც მიემგზავრება ზღვის მიღმა. სიმღერის რამდენიმე სტრიქონი აღებულია წიგნის „ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება“ ბოლო თავიდან.

კომენტარებსა და დოკუმენტურ ფილმში, რომელიც შეტანილია ფილმის „ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება“ გახანგრძლივებულ DVD გამოცემაში რეჟისორი პიტერ ჯექსონი ამბობს, რომ სიმღერის შთაგონებად იქცა კიბოს დაავადებით გარდაცვლილი ახალი ზელანდიელი რეჟისორი კემერონ დანკანი. სიმღერის პრემიერა გაიმართა დანკანის დასაფლავებაზე.[2]

ოსკარის 76-ე დაჯილდოებაზე სიმღერამ გაიმარჯვა კატეგორიაში საუკეთესო ორიგინალური სიმღერა.

სიმღერა გამოიცა აშშ და ევროპაში სარეკლამო სინგლის სახით. მასში აგრეთვე შეტანილია ამავე სიმღერის აკუსტიკური, შემოკლებული და ალბომის ვერსიები.

სიმღერების სია[რედაქტირება]

# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Into the West (ალბომის ვერსია) 4:35
2. Into the West (რადიოს ვერსია) 3:59
3. Into the West (აკუსტიკური შემოკლებული ვარიანტი) 4:05
4. Into the West (აკუსტიკური ვერსია) 4:39
5. Into the West (ორკესტრული დაბოლოების გარეშე) 4:34
6. Into the West (ფილმის ვერსია ორკესტრული დაბოლოებით) 5:48

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Roberts, David (2006). British Hit Singles & Albums, 19th, London: Guinness World Records Limited, გვ. 137. ISBN 1-904994-10-5. 
  2. Peter Jackson, Fran Walsh and Philippa Boyens. (2004). Director/Writers' Special Extended Edition commentary. [DVD]. New Line Cinema.