ფრანც I შტეფანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრანც I შტეფანი

ფრანც I შტეფანი (დ. 8 დეკემბერი, 1708 — გ. 18 აგვისტო 1765) — საღვთო რომის იმპერატორი, ასევე ტოსკანის დიდი ჰერცოგი. თუმცა მისი მმართველობის პერიოდში რეალურად მისი ცოლს, მარია ტერეზას, ჰქონდა მართვის ძირითადი ბერკეტები ხელში. ფრანც I-მა და მისმა ცოლმა საფუძველი ჩაუყარეს ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტიას.

1728-1737 წლებში იყო ლორენის ჰერცოგი; მაგრამ ეს ტიტული დაკარგა მას შემდეგ, რაც პოლონეთის მემკვიდრეობისთვის ომის დროს საფრანგეთმა დაიკავა ლორენის საჰერცოგო. თუმცა ომის დასასრულს, სამშვიდობო ხელშეკრულებით მან ამის ნაცვლად კომპენსაციის სახით მიიღო ტოსკანის ტერიტორია. ფრანცი იყო მამა ტახტიდან ჩამოგდებული და შემდგომში სიკვდილით დასჯილი, საფრანგეთის დედოფალ მარია ანტუანეტასი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: