ჰაინრიხ IV (სრი)
ჰაინრიხ IV (* 11 ნოემბერი, 1050 ― † 17 აგვისტო, 1106, ლიუტიხი (ფრანგულად ლიეჟი)), გერმანიის მეფე 1056-იდან, იმპერატორი 1084-იდან. ჰაინრიხ III-ის ძე. მძიმე ბრძოლები გადაიტანა თავის სრულწლოვანებამდე (1065) უზომოდ განდიდებული მთავრების ასალაგმავად. საქსონიაში სამეფო ხელისუფლების აღდგენას მოჰყვა საქსონიის აჯანყება 1073-1075, რომელიც გაჭირვებით ჩაახშო. ჰაინრიხ IV გერმანიასა და ჩრდილოეთ იტალიაში საეკლესიო ინვესტიტურის უფლებისათვის ებრძოდა პაპ გრიგოლ VII-ს. 1076 პაპმა იგი ეკლესიიდან განკვეთა და ტახტიდან გადაყენებულად გამოაცხადა. ჰაინრიხ IV იძულებული გახდა შენდობისათვის პაპს კანოსაში ხლებოდა (1077 წლის იანვარი), ხოლო შემდეგ ანგარიში გაუსწორა თავის მტრებს გერმანიაში. 1080 პაპმა კვლავ შეაჩვენა იგი. საპასუხოდ ჰაინრიხ IV-მ გაილაშქრა პაპის წინააღმდეგ (1081), დაიპყრო რომი (1084) და ანტიპაპის კლემენტ III-ის ხელით მიიღო საიმპერატორო გვირგვინკურთხევა, მაგრამ გრიგოლ VII-ის მოკავშირე სამხრეთ იტალიელმა ნორმანებმა იგი რომიდან გააძევეს. მარცხიანი გამოდგა ჰაინრიხ IV-ის მესამე ლაშქრობაც იტალიაში (1090-1097). სიცოცხლის ბოლო წლები ჰაინრიხ IV-მ შინააშლილობასთან ომში გაატარა.
საფლავი: შპაიერის კათედრალი, შპაიერი, გერმანია.
[რედაქტირება] ოჯახი
მშობლები:
- იმპერატორი ჰაინრიხ III და მისი მეუღლე აგნესა დე პუატუ.
მეუღლეები:
- ბერთა, ტურინის მარკგრაფის ოტოს ასული.
- დ. 21 სექტემბერი 1051. გ. 27 დეკემბერი 1087. საფლავი: შპაიერის კათედრალი.
- ევპრაქსია (პრაქსედისი, ადელჰეიდი), კიევის მთავრის ვსევოლოდ I-ის ასული.
შვილები:
- ადელჰაიდი
- ჰაინრიხი
- დ. დაახ. 1072. გ. 24 სექტემბერი 1143. საფლავი: კლოსტერნოიბურგის მონასტერი.
- კონრადი, იტალიის მეფე და ქვემო ლოთარინგიის ჰერცოგი.
- დ. 12 თებერვალი1074. გ. 27 ივლისი 1101, ფლორენცია. საფლავი: სანტა მარია დელ ფიორე.
- ჰაინრიხ V, იმპერატორი.
ლუდვიგ II · კარლმანი · ლუდვიგ III · კარლ III · არნულფ ფონ კერნტენი · ლუდვიგ IV · კონრად I · ჰაინრიხ I · ოტო I · ოტო II · ოტო III · ჰაინრიხ II · კონრად II · ჰაინრიხ III · ჰაინრიხ IV · ჰაინრიხ V · ლოთარ III · კონრად III · ფრიდრიხ I · ჰაინრიხ VI · ოტო IV · ფრიდრიხ II · ჰაინრიხ (VII) · კონრად IV · ვილჰელმ ჰოლანდიელი · რიჩარდი, კორნუელის გრაფი · ალფონსო X კასტილიელი · რუდოლფ I · კონრად II · ადოლფ ფონ ნასაუ · ალბრეხტ I · ჰაინრიხ VII · ლუდვიგ IV · კარლ IV · ვენცელი · რუპრეხტ I · იობსტ მორავიელი · ზიგისმუნდი · ალბრეხტ II · ფრიდრიხ III · მაქსიმილიან I · კარლ V · ფერდინანდ I · მაქსიმილიან II · რუდოლფ II · მათიასი · ფერდინანდ II · ფერდინანდ III · ფერდინანდ IV · ლეოპოლდ I · იოზეფ I · კარლ VI · კარლ VII ალბრეხტი · ფრანც I შტეფანი · იოზეფ II · ლეოპოლდ II · ფრანც II ·
სტატიის 