4 თებერვალი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | თებერვალი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | |||
| 2013 | ||||||
4 თებერვალი არის გრიგორიანული კალენდრის 35-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 330 დღე (ნაკიან წელში - 331).
სექციების სია |
დღის მოვლენები [რედაქტირება]
- 211 : გარდაიცვალა რომის იმპერატორი სეპტიმიუს სევერუსი და ხელისუფლება კარაკალას და გალას გადაუვიდა.
- 362 : რომის იმპერატორმა იულიანემ გამოსცა ედიქტი, რომლითაც იმპერიაში ყველა რელიგია გაათანასწორა.
- 960 : ჩინეთის იმპერატორი ჟაო კუანგინი გახდა, რომელმაც სონგის დინასტიას დაუდო დასაბამი.
- 1703 : ედოში (ტოკიო) 46-მა რონინმა (47-დან) სეპუკუ (რიტუალური თვითმკვლეობა) ჩაიტარა მათი ბატონის სიკვდილის ასანაზღაურებლად.
- 1789 : ჯორჯ ვაშინგტონი ერთხმად აირჩიეს აშშ-ის პირველ პრეზიდენტად (აშშ-ის საარჩევნო კოლეჯის მიერ).
- 1792 : ჯორჯ ვაშინგტონი ხელმეორე ვადით აირჩიეს ერთხმად აშშ-ის პრეზიდენტად.
- 1794 : საფრანგეთის კანონმდებლობით მონობა აიკრძალა რესპუბლიკის ყველა ტერიტორიაზე (კოლონიების ჩათვლით).
- 1810 : ბრიტანეთის საზღვაო ფლოტმა გვადალუპე აიღო.
- 1859 : ეგვიპტეში სინაის კოდექსი აღმოაჩინეს.
- 1899 : ფილიპინებისა და აშშ-ის ომი დაიწყო.
- 1936 : რადიუმ E პირველი სინთეტიურად მიღებული რადიოაქტიური ელემენტი გახდა.
- 1945 : დაიწყო ყირიმის კონფერენცია.
- 1948 : ცეილონი (შრი-ლანკა) დამოუკიდებელი გახდა.
- 1976 : გვატემალასა და ჰონდურასში მიწისძვრამ 22000 ადამიანი იმსხვერპლა.
- 1992 : უგო ჩავესმა სამხედრო გადატრიალებით ვენესუელის პრეზიდენტი კარლოს ანდრეს პერესის მთავრობა დაამხო.
- 1999 : უგო ჩავესი ვენესუელის პრეზიდენტად აირჩიეს.
- 2003 : იუგოსლავიის ფედერაციულ რესპუბლიკას ოფიციალურად სერბეთი და მონტენეგრო დაარქვეს.
- 2009 : დღემდე ცნობილი უდიდესი გველი ტიტანობოას გაქვავებული ნარჩენები აღმოაჩინეს კოლუმბიაში.
- 2013 : არქეოლოგებმა მოახდინეს ლესტერში აღმოჩენილი ადამიანის გვამის იდენტიფიცირება და დაადგინეს, რომ იგი რიჩარდ III-ს ეკუთვნის.
ამ დღეს დაბადებულნი [რედაქტირება]
- 1746 : კოსტიუშკო, ტადეუშ - პოლონეთის ეროვნული გმირი
- 1763 : მორო, ჟან ვიქტორ - ფრანგი მხედართმთავარი
- 1881 : ვოროშილოვი, კლიმენტ - რუსი სამხედრო მოღვაწე (გ.1969)
- 1897 : ერჰარდი, ლუდვიგ - გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე.
- 1900 : პრევერი, ჟაკ - ფრანგი პოეტი.
- 1909 : ტაჯიბაევი, აბდილდა - ყაზახი მწერალი
- 1921 : კოჩერილ რამან ნარაიანი - ინდოეთის პრეზიდენტი
- 1945 : ფოლად ბულ-ბულ ოღლი - აზერბაიჯანელი მომღერალი და კომპოზიტორი
ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება]
- 211 : სეპტიმიუს სევერუსი — რომის იმპერატორი
- 708 : სიზინუსი — რომის პაპი
- 869 : წმინდა კირილე — სლავთა ბერძენი განმანათლებელი
- 1694 : ნატალია ნარიშკინა — რუსეთის დედოფალი
- 1791 : ბესიკი — ქართველი პოეტი და დიპლომატი.
- 1928 : ჰენდრიკ ლორენცი — ჰოლანდიელი ფიზიკოსი
- 1940 : ნიკოლაი იეჟოვი — ნკვდ-ის კომისარი
- 1945 : იუსუფ ჰაბიბი — ტაჯიკი პოეტი
დღესასწაულები [რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
-
- ტიმოთე მოციქული
- ანასტასი სპარსი
- წმიდა მოწამენი: ეპისკოპოსნი: მანუელი, გიორგი, პეტრე და ლეონტი; ხუცესნი: სიონია, გაბრიელი, იოანე, ლეონტი, პაროდი და სხვა 377-ნი
- აგრეთვე:
- შრი-ლანკა : დამოუკიდებლობის დღე (1948).
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სხვა თვეები:
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |