სტანისლავ ლეშჩინსკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტანისლავ I ლეშჩინსკი

სტანისლავ I ლეშჩინსკი (დ. 20 ოქტომბერი, 1677, ლვოვი — გ. 23 თებერვალი, 1766, ლუნევილი) — პოლონეთის მეფე 1704-1711, 1733-1734. პოლონელი დიდაზნაური, პოზნანის ვოევოდა. პოლონეთის მეფედ აირჩიეს შვედეთის ზეგავლენით, მაგრამ შლიახტის უმრავლესობამ მეფედ არ ცნო. 1709 წელს პოლტავასთან შვედების დამარცხების ემიგრაციაში წავიდა ჯერ პრუსიაში, შემდეგ საფრანგეთის მეფე ლუი XV-სთან. 1733 წელს საფრანგეთის დახმარებით კვლავ აიყვანეს პოლონეთის ტახტზე. პოლონური მემკვიდრეობისათვის ომის (1733-1735) დროს გააძევეს პოლონეთიდან. ვენის ზავით (1738) უარი თქვა თავის პრეტენზიებზე და მემკვიდრეობით სამფლობელოდ მიიღო ლოთარინგია.

ლიტერატურა[რედაქტირება]