მათე (სრი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
მათე, მატიას (დ. 24 იანვარი, 1557, ვენა – გ. 20 მარტი, 1619, იქვე) — ავსტრიის ერცჰერცოგი, საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი 1612–1619 წლებში. იმპერატორ მაქსიმილიან II-ის ძე. 1593 წლიდან თავისი სულით ავადმყოფი ძმის რუდოლფ II-ის ნაცვალი ზემო და ქვემო ავსტრიაში. აიძულა რუდოლფ II დაეთმო მისთვის ავსტრია, უნგრეთი, მაზოვია; ხოლო 1611 წელს - ჩეხეთი, სილეზია და ლუჟიცი. ჩეხეთსა და უნგრეთში თავის ნაცვლად დანიშნა ფანატიკოსი კათოლიკე ფერდინანდ შტირიელი, ამან ბიძგი მისცა ჩეხეთის აჯანყებას (1612-1620 წწ.), რომელიც ოცდაათწლიანი ომის დაწყების საბაბად იქცა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 349, თბ., 1983 წელი.
|
||||||||