ბერენგარ I (იტალია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბერენგარი გამოსახული XII საუკუნის მანუსკრიპტზე

ბერენგარ I (იტალ. Berengar) (845 - 7 აპრილი 924) იტალიის მეფე 888 - 924 წლებში.

ბერენგარის მამა ებერგატი დაქორწინებული იყო გიზელაზე, ლუი I-ს ასულზე. ბერენგარი იტალიაში დაიბადა და მამისგან მემკვიდრეობით მიიღო ფრიულის მარკგრაფის ტიტული. კარლ III სიკვდილის შემდეგ, დიდებულებმა პავიაში იგი იტალიის მეფედ აღიარეს. შემდეგ წლებში ბერენგარს მოუწია ომი გვიდო III სპოლეტოსთან, რომელმაც თავი ასევე მეფედ გამოაცხადა. საბოლოოდ ბერენგარი დასავლეთ ლომბარდიიდან გააგდეს და მან დახმარება იმპერატორ არნულფს სთხოვა, რომელმაც ალპები 894 წელს გადმოკვეთა. მაგრამ უკვე 895 წელს ბერენგარი შეუერთდა გარდაცვლილი გვიდოს ვაჟს, ლამბერტს და მასთან ერთად არნულის წინააღმდეგ იბრძოდა.

გერმანელების გაძევების შემდეგ, მათ გაიყვეს ჩრდილო იტალია. 899 წელს ლამბერტი უეცრად ნადირობისას დაიღუპა. ბერენგარი პავიისკენ გაეშურა და დაიკავა ლომბარდიის სამეფო. იმავე წელს იტალიას ველური უნგრელები შემოესივნენ, ისინი ყველაფერს ანადგურებდნენ თავის გზაზე.

უნგრელებმა ბერენგარის ჯარი დაამარცხეს ბრენტთან და მათ იტალიაში თარეში დაიწყეს. ამ სავალალო მდგომარეობაში, იტალიის საერო და სასულიერო დიდებულებმა მოიწვიეს პროვანსის მეფე ლუი III და ჯერ მეფედ, შემდეგ იმპერატორად აღიარეს.

905 წელს ბერენგარმა ისევ დაიწყო ბრძოლა, ვერონაში შეიპყრო ლუი, დააბრმავა და გააძევა ქვეყნიდან. 916 წელს პაპმა იოანე X-მ იგი იმპერატორად აკურთხა. 924 წელს დიდებულებმა მოიწვიეს ბურგუნდიის მეფე რუდოლფ II. სასტიკი ბრძოლის შემდეგ, ბერენგარი მოღალატეებმა ვერონაში მოკლეს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X