ლოთარ II (სრი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლოთარ III-ის ბეჭედი, რომელსაც იყენებდა 1131 წლიდან

ლოთარ III ზუპლინგბურგი (ზოგიერთი წყაროს მიხედვით ლოთარ II) (დ. 9 ივნისი 1075 — გ. 4 დეკემბერი 1137) — 1106 წლიდან საქსონიის ჰერცოგი, 1125 წლიდან გერმანიის მეფე, ხოლო 1133—1137 წლებში საღვთო რომის იმპერატორი. ის იყო გებჰარდ ზუპლინგბურგის შვილი.

ბავშვობაში ლოთარს უწოდებდნენ „ლოთარ ახალგაზრდას“. ის იყო მამის გარდაცვალების შემდეგ დაბადებული ბავშვი, ცოტა ხნის შემდეგ, რაც გებჰარდი ზუპლინგბურგი იმპერატორ ჰაინრიხ IV-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა.

მოგვიანებით, საქსონიის მიწების ჩუქების, მემკვიდრეობით მიღებისა თუ საქორწინო გარიგებით მიღების შემდეგ, ლოთარმა თავის გავლენის ქვეშ მოაქცია ბილუნგის, ნორდჰეიმისა და ბრუნსვიკის საგვარეულო, გახდა ერთადერთი უდიდესი ტერიტორიის მფლობელი იმპერიის სამხრეთ საჰერცოგოებს შორის. 1106 წელს, ჰაინრიხ V-ის დახმარებით ის გახდა საქსონიის ჰერცოგი, იმის ნაცვლად, რომ ლოთარმა მას მხარი დაუჭირა მამის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში.

დაწინაურებით შეგულიანებული ლოთარ III მალევე ჰაინრიხ V-ის წინააღმდეგ განეწყო, რადგანაც იმპერატორმა ახალი გადასახადები დააწესა საჰერცოგოების მიმართ. მან უარყო ჰენრის უფლებაუნარიანობა საქსონიაზე. 1115 წელს ველფეშოლცის ბრძოლაში ლოთარის არმია დამარცხდა იმპერატორის ძალებთან.

1125 წელს, მას შემდეგ რაც ჰაინრიხ V გარდაიცვალა, იმპერიის კანცლერის, მაინცის არქიეპისკოპოსის მიერ ლოთარი განიხილებოდა როგორც იმპერატორობისთვის შესაფერისი კანდიდატურა. თუმცა, ამ დროს არქიეპისკოპოსი უკვე შუა ხანს გადაცილებული იყო და ფეოდალებმა მოახერხეს მისი გადარწმუნება. ამავე დროს ლოთარი აირჩიეს გერმანიის მეფედ, მას შემდეგ რაც ბრძოლა წამოიწყო შვაბიის ჰერცოგ ფრიდრიხ II-ის წინააღმდეგ, რომელიც იყო შტაუფენთა დინასტიის სათავეში მყოფი. მისი მეფედ არჩევა იყო ტიტულის მემკვიდრეობით მიღების პრინციპისგან გადახვევა.

1130 წელს ერთდროულად ორი პაპი იქნა არჩეული და ორივე მხარე ცდილობდა მოეპოვებინათ ლოთარის მხარდაჭერა. ანაკლეტი II-მ მხარდაჭერის სანაცვლოდ შესთავაზა ლოთარს იმპერიის გვირგვინი, თუმცა მეორე პაპმა, ინოკენტი II-მ მოახერხა მისი მხარდაჭერის მოპოვება, რომელსაც დაჰპირდა ესკორტის თანხლებით რომში დაბრუნებას. 1131 წელს ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, სადაც მეფე საჯაროდ ემლიქვნელებოდა პაპს და სთხოვდა იმპერიის ტახტზე ხელდასმას, რასაც პაპი იგნორირებას უკეთებდა. ლოთარი შეჰპირდა პაპს, რომ ის მხარს დაუჭერდა ინოკენტი II-ს მეფე როჯერ II სიცილიელის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც ანაკლეტი II-ის მოკავშირე იყო. ამის სანაცვლოდ, 1131 წლის 29 მარტს ინოკენტიმ ლოთარი აკურთხა რომაელთა მეფედ.

არმია, რომლითაც ლოთარმა ინოკენტი რომისკენ გააცილა არ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც მან გერმანიაში დატოვა ჰოჰენცოლერთა ამბოხების თავიდან ასარიდებლად. 1133 წელს მათ ბოლოს და ბოლოს, ქალაქებზე გავლისგან და მათთან ძალლების დაზოგვის წყალობით მათ მოახერხეს რომამდე მიღწევა, რომლის უდიდეს ნაწილს ანაკლეტი აკონტროლებდა. მათთვის დაკეტილი აღმოჩნდა წმინდა პეტრეს ბაზილიკა და ამის ნაცვლად, 1133 წლის 4 ივნისს, ინოკენტიმ ლოთარი იმპერატორად აკურთხა ლატერანში.

1137 წელს ლოთარი დაიღუპა მაშინ, როდესაც ის სამხრეთ იტალიაში ნორმანებზე წარმატებული ლაშქრობიდან ბრუნდებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Karl Hampe (1973). Germany Under the Salian and Hohenstaufen Emperors. ISBN 0-631-14180-4
  • Canduci, Alexander (2010), Triumph & Tragedy: The Rise and Fall of Rome's Immortal Emperors, Pier 9, ISBN 978-1-74196-598-8
  • Bryce, James. The Holy Roman Empire. MacMillan, 1913
  • Comyn, Robert. History of the Western Empire, from its Restoration by Charlemagne to the Accession of Charles V, Vol. I. 1851
  • Encyclopædia Britannica: Lothair III