ფერდინანდ III

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფერდინანდ III, დაახლოებით 1637-1638 წლების ნახატი

ფერდინანდ III (დ. 13 ივლისი 1608 — გ. 2 აპრილი 1657) — 1637 წლის 15 თებერვლიდან საღვთო რომის იმპერატორი; აგრეთვე უნგრეთისა და ხორვატიის მეფე, ბოჰემიის მეფე და ავსტრიის ერცჰერცოგი.

ცხოვრება[რედაქტირება]

ფერდინანდი დაიბადა გრაცში 1608 წელს. ის იყო ფერდინანდ II-ის უფროსი ვაჟი. მან იეზუიტებისგან მიიღო განათლება და უკვე 1621 წელს გახდა ავსტრიის ერცჰერცოგი; 1625 წელს უნგრეთის მეფე და 1627 წელს ბოჰემიის მეფე.

1627 წელს ფერდინანდმა გაიფართოვა ძალაუფლება, რის შემდეგაც მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და სამხედრო დადგენილებები მხოლოდ მონარქის პრეროგატივა გახდა; ასევე, მემამულეებს ჩამოერთვათ უფლება გაეზარდათ თავიანთი არმია და ეს ძალაუფლება ერთპიროვნულად იმპერატორის ხელში მოექცა.

1636 წელს ფერდინანდმა მიიღო რომაელთა (გერმანიის, კათოლიკეთა) მეფის ტიტული, რომლის შემდეგაც, 1637 წელს გახდა ფერდინანდ II-ის მემკვიდრე იმპერიის ტახტზე. ის იმედოვნებდა, რომ მალე დაასრულებდა ოცდაათწლიან ომს, თუმცა ის კიდევ 11 წელს გაგრძელდა და დასრულდა 1648 წელს ვესტფალიის ზავით.

1656 წელს ფერდინანდმა გაგზავნა არმია იტალიაში, ესპანეთის მხარდასაჭერად საფრანგეთის წინააღმდეგ. ასევე, პოლონეთთან გააფორმა ალიანსი შვედეთის მეფის კარლ X-ის წინააღმდეგ, თუმცა მალევე, 1657 წლის 2 აპრილს გარდაიცვალა.

მუსიკა[რედაქტირება]

ფერდინანდ III კარგად ცნობილი, როგორც მუსიკოსთა და კომპოზიტორთა მფარველი. ის სწავლობდა მუსიკას ჯოვანი ვალენტინის დახმარებით, რომელმაც შემდგომ ანდერძით მთელი თავისი მუსიკალური ნამუშევრები იმპერატორს დაუტოვა. მას ასევე მჭიდრო კავშირები ჰქონდა იოჰან იაკობ ფრობერგერთან, რომელიც XVII საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიტორი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Konrad Repgen: "Ferdinand III.", in: Anton Schindling; Walter Ziegler (Hrsg.): Die Kaiser der Neuzeit. 1519–1918. Heiliges Römisches Reich, Österreich, Deutschland. C.H. Beck, München (1990), S. 142–168.
  • Brigitte Vacha (Hrsg.): Die Habsburger. Eine europäische Familiengeschichte. Wien (1992), S. 220–228.
  • Walter Kalina: Ferdinand III. und die bildende Kunst. Ein Beitrag zur Kulturgeschichte des 17. Jahrhunderts, Dissertation Universität Wien (2003).
  • Richard Reifenscheid: "Kaiser Ferdinand III.", in: Gerhard Hartmann; Karl Schnith (Hrsg.): Die deutschen Kaiser. 1200 Jahre europäische Geschichte, Wiesbaden (2006), S. 551–557.
  • Mark Hengerer: Kaiser Ferdinand III. (1608-1657). Vom Krieg zum Frieden, Böhlau Verlag, Wien (2008). ISBN 3-205-77765-4 bzw. ISBN 978-3-205-77765-6
  • Lothar Höbelt: Ferdinand III. Friedenskaiser wider Willen. Ares Verlag, Graz 2008 ISBN 978-3-90247-556-5

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]