ჰაინრიხ V (სრი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ჰაინრიხი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ჰაინრიხი (მრავალმნიშვნელოვანი).
მეფე ჰაინრიხ V

ჰაინრიხ V (გერმ. Heinrich V; დ. 8 იანვარი, 1081 — გ. 23 მაისი, 1125, უტრეხტი) — გერმანიის მეფე 1106 წლიდან, იმპერატორი 1111 წლიდან, ჰაინრიხ IV-ისა და ბერტა სავოიელის ძე. მამის სიცოცხლეშივე დაუკავშირდა მის მოწინააღმდეგეებს - პაპს და გერმანიის მთავრებს. შემდეგ განაგრძო ბრძოლა ინვესტიტურისათვის, რომელიც საბოლოოდ კომპრომისული ვორმსის კონკორდატით დასრულდა (1122). დაკრძალულია შპაიერის ტაძარში.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება]

დაქორწინებული იყო მატილდა ინგლისელზე. ჰაინრიხ V-ს და მატილდა ინგლისელს შვილები არ შეძენიათ.

ლიტერატურა[რედაქტირება]