ფილიპე V (ესპანეთი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფილიპე V

ფილიპე V (ესპ. Felipe V; დ. 19 დეკემბერი, 1683 — გ. 9 ივლისი, 1746) — ესპანეთის მეფე 1700-1724 და 1724-1746 წლებში. საფრანგეთის მეფის ლუი XIV-ის შვილიშვილი - ფილიპ ანჟუელი, ესპანეთის ბურბონთა შტოს დამაარსებელი. კარლ II-ის ანდერძით ავიდა ტახტზე, რომელმაც გამოიწვია ესპანური მემკვიდრეობისათვის ომი. მეფობის პირველ წლებში ლუი XIV-ისა და ფრანგი მრჩევლების გავლენის ქვეშ იყო მოქცეული, მაგრამ იტალიელ პრინცესაზე ისაბელა ფარნეზეზე დაქორწინების შემდეგ იტალიელთა გავლენა გაძლიერდა. 1724 წელს გადადგა შვილის ლუი I-ის სასარგებლოდ, რომლის სიკვდილის შემდეგ კვლავ გამეფდა. 1743 წელს დადო „საოჯახო პაქტები“ ბურბონთა საფრანგეთთან, რომლითაც ესპანეთი ჩაება ინგლისთან (1739-1748 წწ.) და „ავსტრიული მემკვიდრეობისათვის“ ომში.

ლიტერატურა[რედაქტირება]