სავოიელების დინასტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სავოიელების დინასტია
ქვეყანა სავოია
სიცილია
სარდინია
იტალია
ესპანეთი
ალბანეთი
ხორვატია
იერუსალიმი
კვიპროსი
კილიკიის სომხეთი
ტიტულები სავოიის გრაფი
(1003-1416)
სავოიის ჰერცოგი
(1416-1861)
კვიპროსის მეფე
(1485-1946)
იერუსალიმის მეფე
(1485-1946)
კილიკიის სომეხთა მეფე
(1485-1946)
სიცილიის მეფე
(1713-1720)
სარდინიის მეფე
(1720-1861)
იტალიის მეფე
(1861-1946)
ესპანეთის მეფე
(1870-1873)
ეთიოპიის იმპერატორი
(1936-1941)
ალბანეთის მეფე
(1939-1943)
ხორვატიის მეფე
(1941-1943)
დამაარსებელი უმბერტო I
უკანასკნელი მმართველი უმბერტო II
ამჟამინდელი მეთაური
  • ვიტორიო ემანუელე, ნეაპოლის პრინცი
  • ამადეო, აოსტას ჰერცოგი
დაარსდა 1003
დაიშალა 12 ივნისი, 1946 (თუმცა არ შეწყვეტილა)
გვერდითი შტოები სავოია-კარინიანო
სავოია-აოსტა
სავოია-სუასონი
სავოია-გენუა
სავოია-ვილაფრანკა
სავოია-ნემური
სავოია-რაკონიჯი
სავოია-ტენდე
სავოია-აკაია
სავოია-ვოდი
სავოია-აჩეა
ეროვნება იტალიელები

სავოიელების დინასტია (იტალ. Casa di Savoia) — იტალიის ერთადერთი სამეფო დინასტია, რომელიც დაარსდა 1003 წელს სავოიის გრაფ უმბერტო I-ის მიერ და მეფობდა 1946 წლამდე, როდესაც მეფე უმბერტო II გადადგა ტახტიდან. სხვადასხვა პერიოდში ისინი მართავდნენ სიცილიას, სარდინიას, ესპანეთს, ალბანეთს, ხორვატიას, კვიპროსსა და ეთიოპიას. 1416 წელს ამადეო VIII-მ მიიღო სავოიის ჰერცოგობა, 1713 წელს კი ვიტორიო ამადეო III-მ მიიღო სიცილიის სამეფო ტახტი, რომელიც 1720 წელს ავსტრიელებს სარდინიაში გაუცვალა. 1861 წელს, მათი მეთაურობით, ვიტორიო ემანუელე II სავოიელის გვირგვინქვეშ გაერთიანდა მთელი იტალია. შემდგომში, იტალიას მისი შვილი, შვილიშვილი და შვილთაშვილი მართავდა, რომლის დამხობითაც ჩამოყალიბდა იტალიის რესპუბლიკა.

მმართველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სავოიის გრაფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უმბერტო I (1003-1048), ცოლად შეირთო ანკილა, რომელთანაც შეეძინა მომავალი ორი გრაფი;
  • ამადეო I (1048-1051), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  • ოტო (1051-1060), ცოლად შეირთო ადელაიდა სუზელი, რომელთანაც შეეძინა მომავალი ორი გრაფი;
  • პიერო I (1060-1078), ცოლად შეირთო აგნესა აკვიტანიელი, თუმცა ვაჟი არ გრაფი;
  • ამადეო II (1078-1080), ცოლად შეირთო იოანა ჟენეველი, რომელთანაც შეეძინა მომავალი გრაფი;
  • უმბერტო II (1080-1103), ცოლად შეირთო გიზელა ბურგუნდიელი, რომელთანაც შეეძინა მომავალი გრაფი;
  • ამადეო III (1103-1148), ცოლად შეირთო მაუტ დ'ალბონი, რომელთანაც შეეძინა მომავალი გრაფი;
  • უმბერტო III (1148-1189), იქორწინა ოთხჯერ და მხოლოდ მეოთხე ცოლთან შეეძინა მომავალი გრაფი;
  • ტომასო I (1189-1233), ცოლად შეირთო მარგარიტა ჟენეველი, რომელთანაც შეეძინა მომავალი სამი გრაფი;
  • ამადეო IV (1233-1253), ცოლად შეირთო მარგარიტა ბურგუნდიელი, რომელთანაც შეეძინა მომავალი გრაფი;
  • ბონიფაციო (1253-1263), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  • პიერო II (1263-1268), ტახტი ძმისა და ძმისწულის დაღუპვის შემდეგ დაიკავა, იქორწინა აგნეს დე ფოკინიზე, მაგრამ შვილი არ ჰყოლია, რის გამოც ტახტზე მისი მეორე ძმა ავიდა;
  • ფილიპო I (1268-1285), ცოლად შეირთო ადელაიდა ბურგუნდიელი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  • ამადეო V (1285-1323), ტომასო I-ის შვილიშვილი, ცოლად შეირთო სიბილა დე ბოგი, რომელთანაც შეეძინა მომავალი ორი გრაფი;
  • ედოარდო (1323-1329), გარდაიცვალა უცოლშვილოდ;
  • აიმონი (1329-1343), ცოლად შეირთო იოლანდა პალეოლოგინა მონფერატელი, რომელთანაც შეეძინა მომავალი გრაფი;
  • ამადეო VI (1343-1383), ცოლად შეირთო ბონა დე ბურბონი, რომელთანაც შეეძინა მომავალი გრაფი;
  • ამადეო VII (1383-1391), ცოლად შეირთო ბონა ბერელი, რომელთანაც შეეძინა მომავალი გრაფი;
  • ამადეო VIII (1391-1416), ცოლად შეირთო მარი ბურგუნდიელი;

სავოიის ჰერცოგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიცილიის მეფეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარდინიის მეფეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტალიის მეფეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეთიოპიის იმპერატორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბანეთის მეფეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთის მეფეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხორვატიის მეფეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტომისლავ II (1941-1943), დაბადებით პრინცი აიმონე, ესპანეთის მეფე ამადეუს I-ის შვილიშვილი, მეორე მსოფლიო ომის დროს დასვეს ხორვატიის მეფედ, რის შემდეგაც იქორწინა პრინცესა ირენე ბერძენზე, რომელთანაც შეეძინა შვილები;

ცნობილი ქალი სავოიელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Francesco Cognasso: I Savoia nella politica europea. Milano, 1941 (Storia e politica).
  • Robert Katz: The Fall of the House of Savoy. A Study in the Relevance of the Commonplace or the Vulgarity of History, London 1972.
  • Eugene L. Cox: The Eagles of Savoy. The House of Savoy in thirteenth-century Europe. Princeton, N.J., 1974.
  • Denis Mack Smith: Italy and its Monarchy, New Haven, 1992.
  • Toby Osborne: Dynasty and Diplomacy in the Court of Savoy. Political Culture and the Thirty Years' War (Cambridge Studies in Italian History and Culture), Cambridge 2002.
  • Paolo Cozzo: La geografia celeste dei duchi di Savoia. Religione, devozioni e sacralità in uno Stato di età moderna (secoli XVI-XVII), Bologna, il Mulino, 2006, 370 pp.
  • Enrico Castelnuovo (a cura di): La Reggia di Venaria e i Savoia. Arte, magnificenza e storia di una corte europea. Vol. 1–2. Turin, Umberto Allemandi & C., 2007, 364 + 309 pp.
  • Walter Barberis (a cura di): I Savoia. I secoli d'oro di una dinastia europea. Torino, Giulio Einaudi Editore, 2007, 248 pp.