ვიტორიო ამადეო III (სარდინია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიტორიო ამადეო III მარია

ვიტორიო ამადეო III მარია (იტალ.: Vittorio Amadeo III Maria) (დ. 26 ივნისი, 1726, ტურინი — გ. 16 ოქტომბერი, 1796, მონჩალერი) — სარდინიის მეფე, სალუცოს და მონფერატოს მარკიზი, აოსტას, მორიანას და ნიცას გრაფი, პიემონტის პრინჩიპე (თავადი) და სავოიის ჰერცოგი 1773-1796 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიტორიო ამადეო პიემონტ-სარდინიის მეფის კარლო ემანუელე III-ის და მისი მეუღლის, პოლიქსენე ფონ ჰესენ-რაინფელს-როტენბურგის უფროსი ვაჟი იყო. 1773 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ იგი სარდინიის მეფე და სავოიის ჰერცოგი გახდა.

1750 წლის 31 მაისს მან ქალაქ ულში იქორწინა ესპანეთის პრინცესა მარია ანტონიაზე, რომელთანაც შეეძინა შვილები:

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]