ენოს საგრაფო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ენოს საგრაფოს რუკა

ენოს საგრაფო ან გენეგაუს საგრაფო — შუა საუკუნეების საგრაფო, რომელიც მდებარეობდა თანამედროვე ბელგიის ტერიტორიაზე. ფრანგულად ეწოდებოდა ენოს საგრაფო (ფრანგ. comte de Hainaut), გერმანულად — გენეგაუს საგრაფო (გერმ. Grafschaft Hennegau). სახელწოდება მომდინარეობს დასახლებული პუქნტის სახელიდან, რომელიც მდებარეობდა საგრაფოს სამხრეთში, ან მდინარე ენისგან (ფრანგ. Haine), რომელიც ამ რეგიონს კვეთდა.

თავდაპირველად საგრაფო შედიოდა ლოთარინგიის საჰერცოგოში, ხოლო 959 წელს ამ უკანასკნელის გაყოფის შემდეგ — ქვემო ლოთარინგიის საჰერცოგოში. 925 წლიდან ენოს გრაფები იყვნენ აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოს ვასალები, მოგვიანებით — საღვთო რომის იმპერიის ვასალები. საგრაფოს დედაქალაქი იყო მონსი, გარდა ამისა, მასში შედიოდა ქალაქები ვალანსიენი და კამბრე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]