ჟანი (ლუქსემბურგი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Grand Duke Jean 29.09.2006.jpg

ბენუა გიიომ რობერ ანტუან ლუი მარი ადოლფ მარკ დ’ავიანო ჟანი,(დ. 5 იანვარი, 1921, ლუქსემბურგი) — ლუქსემბურგის სახელმწიფოს მეთაური, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი (1964-იდან 2000 წლამდე), ნასაუს დინასტიიდან, ბურბონ-პარმის პრინცი. 1938 დაამთავრა კოლეჯი ინგლისში. ფაშისტური გერმანიის მიერ ლუქსემბურგის ოკუპაციის დროს (1940 წლის 10 მაისი) ემიგრაციაში იყო. ლუქსემბურგის ახალგაზრდობის ფაშისტურ ვერმახტში იძულებითი გაწვევის პროტესტის ნიშნად 1942 შევიდა ინგლისის შეიარაღებული ძალების რიგებში. მონაწილეობდა ბრძოლებში ნიდერლანდსა და ჩრდილოეთ გერმანიაში. ლუქსემბურგის არმიის პოლკოვნიკის ჩინი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება]