ამადეუს I (ესპანეთი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამადეუს I

ამადეუს I (იტალ. Amadeo I) (30 მაისი 1845 - 18 იანვარი 1890) ესპანეთის მეფე სავოიის დინასტიიდან 1870 - 1873 წლებში. ვიქტორ ემანუელ IIსა და ადელაიდა ავსტრიელის ვაჟი. იქორწინა მარია ვიქტორია დალ პაცო დელა ჩისტერიაზე.

ამადეუსი ესპანელმა კორტესებმა მეფედ იზაბელას გაგდების შემდეგ აირჩიეს. იგი ყოყმანობდა ესპანეთის ტახტზე ასვლამდე, აცნობიერებდა რომ შესაძლოა ვერ გაუკლავდებოდა მეფობას. იგი კეთილგონიერი და კეთილსინდისიერი ადამიანი იყო, მაგრამ არ იცოდა არც ესპანური ენა, არც ესპანეთის ისტორია, არც ესპანელ ხალხს და პოლიტიკურ პარტიებს იცნობდა. თანაც იგი არ იყო გენიოსი და არ შეეძლო მტკიცედ მოქმედება. მადრიდში ჩამოსვლისას მან სცადა ხალხის მოხიბვლა სიმამაცით და უბრალოობით, მაგრამ ვერცერთი თვისება ვერ გამოავლინა. ამაყი არისტოკრატია ვერ იტანდა მის ბურჟუაზიულ მანერებს. საშუალო კლასი უფრო გაკვირვებული იყო, ვიდრე მოხიბლული მისი უბრალოობით, ხოლო ხალხის მასებმა საერთოდ ვერ აღიქვეს მეფე ფუფუნების და დასანახი დიდების გარეშე. ამადეუსმა სცადა არმიის და ფლოტის მხარდაჭერის მოპოვება, მაგრამ ოფიცრებმა უარი თქვეს კორტესების მიერ არჩეული მეფისთვის ფიცის დადებაზე. მმართველობის პერიოდში მას უწევდა სამოქალაქო ომის ზღვარზე ბალანსირება, კაბინეტების მუდმივი ცვლა, კორტესებთან მუდმივი დაპირისპირება. ბოლოს 1873 წელს მან უარი თქვა ტახტზე და დატოვა ესპანეთი. ქვეყანაში კი მაშინვე სამოქალაქო ომი დაიწყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X