ჟუან V (პორტუგალია)
| ჟუან V | |
| João V «o Magnânimo» | |
| პორტუგალიის 24-ე მეფე | |
| მმართ. დასაწყისი: | 9 დეკემბერი 1706 |
|---|---|
| მმართ. დასასრული: | 31 ივლისი, 1750 |
| წინამორბედი: | პედრუ II |
| მემკვიდრე: | ჟუზე I |
| დაბ. თარიღი: | 22 ოქტომბერი, 1689 |
| დაბ. ადგილი: | ლისაბონი, პორტუგალია |
| გარდ. თარიღი: | 31 ივლისი, 1750 |
| გარდ. ადგილი: | ლისაბონი, პორტუგალია |
| მეუღლე: | მარია ანა ავსტრიელი |
| შვილები: | 6 შვილი |
| დინასტია: | ბრაგანსის დინასტია |
| მამა: | პედრუ II |
| დედა: | მარია სოფია ნოიბურგი |
| რელიგია: | კათოლიციზმი |
ჟუან V (პორტ. João V o Magnânimo; დ. 22 ოქტომბერი, 1689, ლისაბონი, პორტუგალია – გ. 31 ივლისი, 1750, ლისაბონი, პორტუგალია) — პორტუგალიის 24-ე მეფე ბრაგანსის დინასტიიდან 1706-1750 წლებში. ჟუან IV-ის შვილიშვილი და პედრუ II-ის ვაჟი.
მმართველობა [რედაქტირება]
ინგლისთან კავშირის დამყარებით ებრძოდა საფრანგეთს ესპანური მემკვიდრეობისათვის. 1717 წელს რომის პაპის კლემენტ XI-ის მოთხოვნით გააგზავნა ესკადრილიაა თურქების წინააღმდეგ, აღნიშნულ საზღვაო ბრძოლაში მონაწილეობა მიიღეს სხვა ქრისტიანულმა ქვეყნებმაც. ბრძოლა მოხდასაბერძნეთის კონცხ მატაპანისთან.
მფარველობდა ხელოვნებასა და მეცნიერებას. მისი ინიციატივით 1720 წელს დაარსდა პორტუგალიის ისტორიის აკადემია.
ოჯახი [რედაქტირება]
იქორწინა საღვთო რომის იმპერატორის ლეოპოლდ I-ის შვილზე მარია ანა ავსტრიელზე, რომელთანაც შეეძინა 6 შვილი.
გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე მეფე დაუძლურებამდე მიიყვანა ავადმყოფობამ და მელანქოლიამ. გარდაიცვალა 1750 წლის 31 ივლისს. სამეფო ტახტი ჩაიბარა მისმა უფროსმა შვილმა ჟუზე I-მა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- Eduardo Brasão, «Relações Exteriores de Portugal: Reinado de D. João V», vols, I-III, Porto, 1938.
|
|||||||||||||||||||