გოთიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შარტრის საკათედრო ტაძარი (დაახ. 1145). ეს ქანდაკებები წარმოადგენს გოთიკური ხელოვნების ადრეულ ნიმუშს, მაგალითს მოქანდაკეთა მთელი თაობისთვის და რევოლუციას მათ სტილში.

გოთიკური ხელოვნება — შუასაუკუნოვანი ხელოვნების სტილი, რომელიც ჩრდილოეთ საფრანგეთში, ჩ.წ. XII საუკუნეში ჩამოყალიბდა. იგი ჩაენაცვლა რომანულ სტილს. ტერმინი გოთიკა უფრო ხშირად გამოიყენება არქიტექტურულ ნაგებობებთან. თუმცა, იგი მოიცავს ამავე პერიოდის ხელოვნების სხვა სფეროებსაც - ქანდაკებას, ფერწერას, ვიტრაჟს, ფრესკას და ა.შ.

გოთიკა გერმანიაში, XII საუკუნის შუა პერიოდში წარმოიშვა. XIII საუკუნეში იგი გავრცელდა საფრანგეთის, ჩეხეთის, ავსტრიის, ესპანეთისა და ინგლისის ტერიტორიებზე. იტალიაში იგი უფრო მოგვიანებით მოხვდა და გამოიწვია ე.წ. „იტალიური გოთიკის“ წარმოშობა. XIV საუკუნის დასაწყისში ევროპა მოიცვა ე.წ. „ერთაშორისო გოთიკამ“. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გოთიკამ მოგვიანებით შეაღწია და დაახლოებით XVI საუკუნემდე იარსება.

ხელოვნების ამ განხრის შენობებთან და ზოგადად, ნამუშევრებთან მიმართებაში, რომლებიც შეიქმნა XIX საუკუნის შუა პერიოდში, გამოიყენება ტერმინი „ნეოგოთიკა“.

XIX საუკუნის დასაწყისიდან ტერმინი „გოთიკური რომანი“ აღნიშნავს რომანტიზმის ეპოქის ლიტერატურულ ჟანრს - „იდუმალებისა და საშინელებათა“ ლიტერატურას (ასეთი ნაწარმოებების განვითარება ხშირად მიმდინარეობდა გოთიკურ სასახლეებსა თუ მონასტრებში). 1980-იან წლებში ტერმინ გოთიკის გამოყენება დაიწყეს ახლად წარმოშობილ ჟანრთან, გოთიკურ როკთან მიმართებაში, მოგვიანებით კი ასე უწოდებდნენ სუბკულტურასაც („გოთიკური სუბკულტურა“).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]