ჯონ ფრუშანტე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯონ ფრუშანტე
ჯონ ფრუშანტე
ჯონ ფრუშანტე
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯონ ენტონი ფრუშანტე
დაბ. თარიღი 5 მარტი, 1970, ნიუ-იორკი, აშშ
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი, ექსპერიმენტული როკი, ავანგარდული მუსიკა, ელექტრონიკა
საქმიანობა ვოკალისტი, გიტარისტი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა, ვოკალი
აქტიური 1988 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Warner Bros., Record Collection, Birdman, American Recordings
ასოციაციები Red Hot Chili Peppers, Ataxia, მარს ვოლტა, Venetian Snares, Swahili Blonde, Warpaint, Omar Rodríguez-López Quartet
საიტი ოფიციალური საიტი
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Fender Stratocaster
Fender Telecaster
Gretsch White Falcon
Fender Jaguar
Gibson Les Paul

ჯონ ენტონი ფრუშანტე (ინგლ. John Anthony Frusciante [fruˈʃɑnteɪ])(* 5 მარტი, 1970, ნიუ-იორკი) — ამერიკელი მუსიკოსი, უფრო მეტად ცნობილი, როგორც ჯგუფ Red Hot Chili Peppers-ის ყოფილი გიტარისტი.მას აგრეთვე აქვს საკუთარი სოლო-კარიერაც. მისი მუსიკა უფრო მეტად არის ფანკისა და როკის ნაზავი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა Red Hot Chili Peppers-ის ჟღერადობის ჩამოყალიბებაში.

ცხოვრება და მოღვაწეობა[რედაქტირება]

ჯონ ფრუშანტე დაიბადა 1970 წლის 5 მარტს, ნიუ იორკში, მუსიკოსების ოჯახში. 12 წლისა იგი საცხოვრებლად გადავიდა კალიფორნიაში.

Red Hot Chili Peppers[რედაქტირება]

მისი პირველი შეხება ჯგუფ Red Hot Chili Peppers-თან მოხდა 1985 წელს, როდესაც ჯონმა ისინი იხილა კონცერტზე. ჯგუფის მაშინდელი გიტარისტი, ჰილელ სლოვაკი გახდა მისი კერპი. ჯონმა შეისწავლა ჯგუფის სოლო-გიტარის და ბას-გიტარის ყველა პარტია, მათი პირველი სამი ალბომიდან.

1988 წელს სლოვაკი გარდაიცვალა ნარკოტიკის გადაჭარბებული რაოდენობისგან. ჯგუფმა დაიწყო ახალი გიტარისტის ძებნა. იმ დროისთვის ჯონი მეგობრობდა ჯგუფის The Dead Kennedys დრამერ პელიგროსთან. ისინი ხშირად უკრავდნენ ხოლმე ერთად რეპეტიციებზე. ერთ-ერთ ასეთ რეპეტიციაზე პელიგრომ დაპატიჟა ფლი. იგი ძალიან მოიხიბლა ფრუშანტეს დაკვრით და დაუძახა ენტონი კიდისს, რომ მასაც ენახა ჯონი. გადაწყვეტილება უყოყმანო იყო, ფრუშანტე ჯგუფის წევრი გახდა. სწორედ ამ პერიოდში ჯონი აპირებდა ხელი მოეწერა კონტრაქტზე ჯგუფ Thelonious Monster-თან, თუმცა ენტონიმ და ფლიმ მათ უმალვე წაართვეს ჯონი.

ფრუშანტე ასევე იყო იმ საბოლოო ხუთ კანდიდატს შორის, რომლებიც გადიოდნენ მოსმენას ფრენკ ზაპას ბენდში მოსახვედრად. მაგრამ მან დატოვა კონკურსი საბოლოო ეტაპზე. მიზეზი ის იყო, რომ ზაპა მკაცრად უკრძალავდა ნარკოტიკებს თავისი ბენდის წევრებს.

ფრუშანტეს პირველი ალბომი Red Hot Chili Peppers-თან იყო Mother's Milk. ამ ალბომში მის ნამუშევარზე მკაფიოდ იგრძნობა ჰილელ სლოვაკის გავლენა, რადგანაც ჯონის საკუთარი სტილი ჯერ კიდევ არ ჰქონდა ბოლომდე ჩამოყალიბებული.

1992 წელს ალბომ Blood Sugar Sex Magik-ზე მუშაობა მიმდინარებობდა სახლში, რომელიც ჯგუფმა იქირავა კალიფორნიაში. ისინი იქ კვირების განმავლობაში იკეტებოდნენ, რათა მოწყვეტოდნენ გარე სამყაროს. (ეს ყველაფერი აღწერილია გევინ ბოუდენის ფილმ Funky Monks-ში). ამან თავისი შედეგი გამოიღო. ალბომმა დიდ წარმატებას მიაღწია, თუმცა წარმატებამ დიდად იმოქმედა ფრუშანტეს მდგომარეობაზე. იგი ვეღარ შეეჩვია რეალურ სამყაროში დაბრუნებას. ასევე შეირყა მისი მეგობრობა კიდისთან. საბოლოოდ მან ჯგუფი დატოვა. როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რა უთხრა მან წასვლის მიზეზად ჯგუფს, ჯონმა უპასუხა: Just told them I went crazy (მე უბრალოდ ვუთხარი, რომ შევიშალე).

1994 წელს მან გამოსცა ალბომი Niandra Lades and Usually Just a T-Shirt, მან ეს ალბომი მიუძღვნა ფლის შვილს, კლარას.

კოკაინისა და ჰეროინის მოხმარების შვიდწლიანმა პერიოდმა ცუდად იმოქმედა მის ჯანმრთელობაზე. აბსოლუტურად გამოფიტულ და დასუსტებულ ფრუშანტეს ჯგუფმა დაბრუნება სთხოვა და იგიც დათანხმდა. ჯონმა 1999 წელს ჯგუფის შემადგენლობაში ჩაწერა ალბომი Californication. მსმენელი კრიტიკულად შეხვდა ჯონის დაბრუნებას, თუმცა მან ბოლომდე გაამართლა იმედები. ეს იყო უდიდესი წარმატება მისთვის, ისევე როგორც მთელი ჯგუფისთვის.

2002 წელს ჯგუფმა ჩაწერა ალბომი By the Way. ამ ალბომმაც დიდი წარმატებით მოიარა მსოფლიო ჩარტები. 2006 წელს გამოვიდა ჯგუფის უკანასკნელი ალბომი, ჩაწერილი ჯონთან ერთად - Stadium Arcadium. პარალელურად ჯონმა რამდენიმე სოლო ალბომიც გამოსცა.

2009 წლის დეკემბერში ფრუშანტესგან ცნობილი გახდა, რომ მან ოფიციალურად დატოვა ჯგუფი და განაგრძობდა სოლო-პროექტებს.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]