ენტონი კიდისი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ენტონი კიდისი | ||
|---|---|---|
| ბიოგრაფია | ||
| დაიბადა | 1 ნოემბერი, 1962 | |
| დაბადების ადგილი | მიჩიგანი, აშშ | |
| ჟანრ(ებ)ი | ფანკ როკი, ალტერნატიული როკი, პანკ როკი | |
| საქმიანობა | ვოკალისტი, მუსიკოსი, მსახიობი | |
| ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, გიტარა | |
| აქტიური | 1983–დღემდე | |
| ლეიბლ(ებ)ი | Warner Bros. Records, EMI | |
| ასოციაციები | Red Hot Chili Peppers, What Is This? | |
ენტონი კიდისი (დ. 1 ნოემბერი 1962) — ამერიკელი მუსიკოსი, ჯგუფის Red Hot Chili Peppers წამყვანი ვოკალისტი.
11 წლის ასაკში საცხოვრებლად გადავიდა კალიფორნიაში მამამისთან ერთად. იგი მიეძალა ნარკოტიკებს, ძირითადად კოკაინსა და ჰეროინს, რამაც ბევრი პრობლემა შეუქმნა ცხოვრებაში, თუმცა Red Hot Chili Peppers-ის გიტარისტ ჰილელ სლოვაკის სიკვდილის შემდეგ ნარკოტიკული დამოკიდებულებისაგან გათავისუფლდა. ენტონის მონაწილეობა აქვს მიღებული ორ ფილმში - Point Break (კინუ რივზი და პატრიკ სუეიზი, 1991) და The Chase (1994, ფლისთან ერთად).
2004 წელს მან გამოსცა მემუარული წიგნი „Scar Tissue“, რომელმაც New York Times-ის ბესტსელერთა სიაში მე-17 ადგილი დაიკავა.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
|
|||||||||||||||||||||||