მოლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოლი (ინგლ. mol) SI სისტემის ერთეულებში არის ნივთიერების რაოდენობის ერთეული. სახელწოდება მოლი წარმოიშვა 1897 წელს[1] როგორც გერმანული სიტყვა Mol-ის თარგმანი, რომელიც გამოიყენა ვილჰელმ ოსვალდმა 1893 წელს[2] თუმცა მსგავსი ეკვივალენტური მასის კონცეფცია მანამდე ერთი საუკუნის განმავლობაში გამოიყენებოდა.

მოლი განიმარტება როგორც რაიმე ნივთიერების რაოდენობა, რომელიც შეიცავს იმდენივე სტრუქტურულ ელემენტს (მაგ. ატომს, მოლეკულას, იონს, ელექტრონს) რამდენ ატომსაც შეიცავს 12 გრამი ნახშირბადი-12 (12C). მოლის თანამედროვე განმარტება მიღებული იქნა 1960-იან წლებში: მანამდე გამოიყენებოდა განმარტება, რომელიც ეყრდნობოდა წყალბადის ატომურ მასას (წყალბადის 1 გრამში არსებული ატომების ოდენობას, მისი უფრო მძიმე იზოტოპების ჩაუთვლელად), თუმცა ყველა ალტერნატიული განმარტება ერთმანეთს ემთხვევა 1%-ის სიზუსტით.

ნივთიერების რაოდენობის განსაზღვრის ტიპიური მეთოდი გულისხმობს მისი მასის განსაზღვრას, და შემდეგ მის გაყოფას მოლურ მასაზე[3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Some sources place the date of first usage in English as 1902. Merriam–Webster proposes an etymology from Molekulärgewicht.
  2. Ostwald, Wilhelm (1893). Hand- und Hilfsbuch zur ausführung physiko-chemischer Messungen. Leipzig, გვ.  119. 
  3. International Bureau of Weights and Measures. "Realising the mole." Retrieved 25 September 2008.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მოლი&oldid=2773785“-დან