ურნერის ალპები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ურნერის ალპები | |
| კონტინენტი | |
|---|---|
| ქვეყნები | |
| მწვერვალი | |
| სიმაღლე |
3630 მ |
ურნერის ალპები (გერმ. Urner Alpen) — ქედი დასავლეთ ალპებში, ცენტრალურ შვეიცარიაში. შეჭრილია ობვალდენის, ვალეს, ლუცერნის, ბერნის, ურისა და ნიდვალდენის კანტონების ტერიტორიაზე. დასავლეთით ესაზღვრება ბერნის ალპები, სამხრეთით ლეპონტინის ალპები, ხოლო აღმოსავლეთით გლარნის ალპები. უმაღლესი მწვერვალის სიმაღლეა 3630 მ (მთა დამაშტოკი). ბევრია მყინვარი. SOIUSA-ს მიხედვით წარმოადგენს ბერნის ალპების შტოქედს. აგებულია კრისტალური ქანებით, უმეტესწილად გრანიტებით, ამფიბოლიტებით, გნაისებითა და ფიქლებით.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ურნერის ალპები“ ვიკისაწყობში.- ურნერის ალპები (ინგლისური)