მერილ სტრიპი
| მერილ სტრიპი Julia Roberts |
|
მერილ სტრიპი 2008 წელს |
|
| დაბადების სახელი | მერი ლუის სტრიპი |
| დაბადების ადგილი | ნიუ-ჯერსი, აშშ |
| დაიბადა | 22 ივნისი 1949 |
| საქმიანობა | მსახიობი |
| შემოქმედების წლები | 1971-დღემდე |
| ოსკარი | |
|---|---|
| საუკეთესო მსახიობი ქალი 1982 - „სოფის არჩევანი" |
|
| ოქროს გლობუსი | |
| საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში 1982 - „სოფის არჩევანი" |
|
მერი ლუის სტრიპი (ინგლ. Mary Louise Streep), უკეთ ცნობილი როგორც მერილ სტრიპი (ინგლ. Meryl Streep) (დ. 22 ივნისი, 1949) — ამერიკელი კინო, თეატრისა და ტელემსახიობი, კინოაკადემიის ჯილდოს „ოსკარის“ ლაურეატი.
სექციების სია |
ბიოგრაფია [რედაქტირება]
ცხოვრების ადრეული წლები [რედაქტირება]
მერი სტრიპისა (რეკლამების მსახიობი) და ჰარი ვილიამ სტრიპის (ფარმაცეპტი) ქალიშვილი მერი ლუის სტრიპი დაიბადა სამიტში, ნიუ ჯერსის შტატში (აშშ). სტრიპის დედის წინაპრები შვედური, ირლანდიური და ინგლისური წარმომავლობისანი იყვნენ, ხოლო მამის ოჯახს გერმანული „ფესვები“ ჰქონდა და მისი წინაპრები ასევე ესპანელი ებრაელებიც იყვნენ, თუმცა მერილ სტრიპი ებრაელი არ არის. მას ორი უმცროსი ძმა ჰყავს: დანა და ჰარი. სტრიპი გაიზარდა ბერნარდსვილში, ნიუ ჯერსიში, სადაც დაამთავრა სკოლა (Bernards High School). ვასარის კოლეჯში მან მიიღო ხელოვნების ბაკალავრის წოდება დრამის დარგში, ხოლო იალის უნივერსიტეტში კი - ხელოვნებათმცოდნის.
ადრეული კარიერა [რედაქტირება]
მერილ სტრიპის პროფესიული დებიუტი 1971 წელს შედგა სპექტაკლში „სევილიელი პლეიბოი“, პირველი როლი კი 1977 წელს სატელევიზიო ეკრანისთვის შექმნილ ფილმში „The Deadliest Season“ ითამაშა. პირველად კინოფილმში 1977 წელს ითამაშა ფილმში „ჯულია“ ჯეინ ფონდასა და ვანესა რედგრეივთან.
სტრიპის პირველი მხატვრული ფილმი იყო „ჯულია“, სადაც მან შეასრულა პატარა როლი. შემდეგ იყო "ირმებზე მონადირე" (1978), რომელმაც მერილს პირველი ოსკარის ნომინაცია მოუტანა საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისათვის. მომდევნო წელს მან აიღო ოსკარი ფილმისათვის "კრამერი კრამერის წინააღმდეგ" (საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი, 1979). 1982 წელს მან კვლავ აიღო ამერიკის კინოაკადემიის მთავარი ჯილდო - ოსკარი საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში, ფილმისათვის "სოფის არჩევანი", სადაც ის ერთდროულად ანსახიერებდა პიტერ მაკნიკოლსა და კევინ კლაინს. 1978 წელს მან აიღო თავისი პირველი ემის ჯილდო ნომინაციისათვის: საუკეთესო მსახიობი მოკლემეტრაჟიან სერიალში, (მინისერიალისთვის: "განადგურება"). ერთი წლის შემდეგ ის გამოჩნდა ვუდი ალენის ფილმში "მანჰეტენი". მერილ სტრიპი დანიშნული იყო "ირმებზე მონადირის" ვარსკვლავზე, ჯონ კაზალეზე (ფრედო - ნათლიმამა), სანამ ეს უკანასკნელი არ გარდაიცვალა ძვლის კიბოთი 1978 წლის 12 მარტს. ამავე, 1978 წლის სექტემბერში მერილი დაქორწინდა მოქანდაკე დონ გამერზე. მათ ოთხი შვილი ჰყავთ: ჰენრი იგივე ჰენკი (დაბადებული 1979 წელს), მერი ვილა იგივე მამი (დაბადებული 1983 წელს), გრეის ჯეინი (დაბადებული 1986 წელს) და ლუიზა ჯაკობსონი (დაბადებული 1991 წელს). მამი გამერმა პროფესიად მსახიობობა აირჩია და მისი დებიუტი 2005 წელს შედგა სპექტაკლში "მისტერ მარმელადი", სადაც ლუსის როლი ითამაშა, ბროდვეიზე, ლაურა პელსის თეატრში.
ფილმოგრაფია [რედაქტირება]
| წელი | ქართულად | ორიგინალური სახელწოდება | როლი | |
|---|---|---|---|---|
| 1978 | ფ | ირმებზე მონადირე | The Deer Hunter | ლინდა |
| 1979 | ფ | კრამერი კრამერის წინააღმდეგ | Kramer vs. Kramer | ჯოანა კრამერი |
| 1982 | ფ | სოფის არჩევანი | Sophie's Choice | სოფი ზავისტოვსკი |
| 2011 | ფ | რკინის ლედი | The Iron Lady | მარგარეტ ტეტჩერი |
ჯილოდები [რედაქტირება]
კრიტიკული და კომერციული წარმატება სწრაფად მოიხვეჭა ფილმებით „ირმებზე მონადირე“ რობერტ დენიროსთან და „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ დასტინ ჰოფმანთან. პირველში სტრიპმა პირველი ოსკარის ნომინაცია მიიღო, მეორეში კი თვით პირველი ოსკარი. სულ სტრიპს ორი ოსკარი, რვა ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის პრემია და ერთი ბაფტა-ს ჯილდო აქვს მიღებული. იყო ასევე წარდგენილი გრემის ჯილდოზე. კინოაკადემიის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ იყო წარმოყენებული ოსკარზე 14 ნომინაციით (როგორც ქალთა ისე მამაკაცთა შორის). სტრიპი ასევე საყოველთაოდ მოიაზრება როგორც ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი კინომსახიობი. ის ასევე იმ მცირერიცხოვან მსახიობთაგანია, რომლებსაც აღებული აქვთ ოთხივე მთავარი ზემოდხსენებული კინო-ჯილდო (ოსკარი, ოქროს გლობუსი, კინომსახიობთა გილდიის პრემია და ბაფტა).
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მერილ სტრიპი“ ვიკისაწყობში.- მერილ სტრიპი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
- Merylstreeponline.net- ოფიციალური გვერდი