მერი პიკფორდი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მერი პიკფორდი
Mary Pickford cph.3c17995u.jpg
დაბადების სახელი გლედის ლუის სმიტი
დაბადების ადგილი ტორონტო, ონტარიო, კანადა
დაიბადა 8 აპრილი, 1892
გარდაიცვალა 29 მაისი, 1979
(87 წლის)
სანტა მონიკა, კალიფორნია, აშშ
შემოქმედების წლები 19091933
მეუღლე(ები) ოუენ მური
19111920
დუგლას ფერბენკსი
19201936
ჩარლზ როჯერსი
19371979
ოსკარი
საუკეთესო მსახიობი ქალი
1929 - კოკეტი

მერი პიკფორდი (ინგლ. Mary Pickford) (დ. 8 აპრილი, 1892 — გ. 29 მაისი, 1979) — ოსკარის მფლობელი კანადელი კინოვარსკვლავი, კინოსტუდია United Artists–ის ერთ–ერთი დამფუძნებელი[1] და ასევე ერთ–ერთი მათგანი იმ 36 პიროვნებიდან, რომლებმაც დააარსეს „კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერებების აკადემია“. ის ასევე ცნობილია როგორც „ამერიკის შეყვარებული“ („America's Sweetheart“), „პატარა მერი“ („Little Mary“) და „გოგონა კულულებით“ („The girl with the curls“). მერი იყო ერთ–ერთი პირველი კანადელი პიონერი ადრეულ ჰოლივუდში და ზოგადად, კინოს ერთ–ერთი უდიდესი პიონერი. მან მოახდინა დიდი გავლენა ფილმებში თამაშის განვითარებაზე. მას, როგორც მუნჯი კინოს ერთ–ერთ უდიდეს მსახიობსა და პროდიუსერს, დიდი წვლილი მიუძღვის ჰოლივუდის ინდუსტრიის ფორმირებაში. ამერიკულ კინოში შეტანილი წვლილის გამო ამერიკული კინოს ინსტიტუტმა „ყველა დროის უდიდესი ქალი კინოვარსკვლავების“ სიაში ის 24–ე ადგილზე დაასახელა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]