კეროლ ჩენინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კეროლ ჩენინგი
დაბადების თარიღი 31 იანვარი, 1921
სიეტლი, ვაშინგტონი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 15 იანვარი, 2019 (97 წლის)
კალიფორნია, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1941 - 2017

კეროლ ელენ ჩენინგი (ინგლ. Carol Channing დ. 31 იანვარი, 1921, სიეტლი, ვაშინგტონი, აშშ – გ. 15 იანვარი, 2019, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, მოცეკვავე და კომიკოსი, ცნობილია როლებით ბროდვეისა და კინომიუზიკლებში. მის პერსონაჟებს, როგორც წესი, ჰქონდათ მხურვალე ექსპრესიულობა და ადვილად ამოსაცნობი ხმა, იქნება ეს გამოხატული სიმღერით თუ კომედიური ეფექტებით.

ჩენინგმა მიიღო მთავარი როლები ფილმებში, როგორიცაა Gentlemen Prefer Blondes 1949 წელს და Hello, Dolly! 1964 წელს. ამ უკანასკნელისთვის მან მიიღო ტონის ჯილდო, როგორც საუკეთესო მსახიობმა ქალმა მიუზიკლში. იგი ნომინირებული იყო თავის პირველ ტონის ჯილდოზე 1956 წელს The Vamp-ისთვის, რასაც მოჰყვა ნომინაცია 1961 წელს ფილმისთვის Show Girl. მან მიიღო მეოთხე ნომინაცია ტონის ჯილდოზე მიუზიკლ Lorelei-სთვის 1974 წელს.

როგორც კინომსახიობმა, მან მოიპოვა ოქროს გლობუსის ჯილდო და, ასევე, ნომინირებული იყო ოსკარზე მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმისთვის Thoroughly Modern Millie (1967). მისი სხვა ფილმებია: The First Traveling Saleslady (1956) და Skidoo (1968). სატელევიზიო კარიერა მან დაიწყო გასართობ შოუებში მონაწილეობით. მან შეასრულა თეთრი დედოფალი სატელევიზიო სპექტაკლში ალისა საოცრებათა ქვეყანაში (1985), ასევე მას ჰქონდა შოუ 1966 წელს, სახელწოდებით "საღამო კეროლ ჩენინგთან".[1]

ჩენინგი შეიყვანეს ამერიკის თეატრის დიდების დარბაზში 1981 წელს. კეროლ ჩენინგი 90-იან წლებში კვლავ აგრძელებდა სამსახიობო კარიერას სპექტაკლებში, მღეროდა სიმღერებს მისი რეპერტუარიდან და უზიარებდა ისტორიებს თაყვანისმცემლებს. ის იყო ერთ-ერთი „ლეგენდა“, რომელსაც ინტერვიუ ჰქონდა მიცემული დოკუმენტარული ფილმისთვის Broadway: The Golden Age, by the Legends Who Were There.[2] 2002 წელს მან გამოუშვა თავისი ავტობიოგრაფიული წიგნი Just Lucky I Guess, ხოლო დოკუმენტური ფილმი მის კარიერაზე Larger Than Life გამოვიდა 2012 წელს.[3]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეროლ ჩენინგი დაიბადა სიეტლში, ვაშინგტონი, 1921 წლის 31 იანვარს,[4] ადელაიდის და ჯორჯ ჩენინგის ოჯახში. ის მათი ერთადერთი შვილია. ჩენინგი სწავლობდა სან-ფრანცისკოს Aptos Junior High School და Lowell High School-ში, რომელიც მან დაასრულა 1938 წელს. 1937 წლის ივნისში მან მოიგო ჯვაროსნების ორატორული კონკურსი და უფასო მოგზაურობა ჰავაიში დედასთან ერთად.[5] როდესაც ის 17 წლის იყო, სახლიდან წავიდა ვერმონტის ბენინგტონის კოლეჯში სასწავლებლად. ჩენინგმა დაამთავრა დრამა ბენინგტონში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეროლ ჩენინგი სახელოვნობო წრეებში გაიცნეს, როცა დედას ეხმარებოდა თეატრების კულისებში გაზეთების მიტანაში. მისი პირველი სამუშაო სცენაზე ნიუ-იორკში იყო მარკ ბლიცშტეინის „No for an Answer“. ის 19 წლის იყო, როდესაც გადავიდა ბროდვეიში Let's Face It!-ისთვის. მოგვიანებით, 1966 წელს, არდენი დაიქირავეს მთავარი როლის შესასრულებლად ფილმში Hello Dolly! შემდეგ იყო ფილმი Thoroughly Modern Millie. ჩენინგმა მოიგო სარა სიდონსის ჯილდო ჩიკაგოს თეატრებში მუშაობისთვის 1966 წელს.[6]

ხუთი წლის შემდეგ, ჩენინგმა შეასრულა ერთ-ერთი გამორჩეული როლი ფილმში Lend an Ear (1948), რისთვისაც მან მიიღო თეატრის მსოფლიო პრემია და ვარსკვლავურ შემსრულებლად გამოცხადდა.

1950 წლის იანვარში, ჟურნალმა Time-მა გამოაქვეყნა ქავერ სიუჟეტი იმის შესახებ, რომ ჩენინგი გახდა ახალი ვარსკვლავი ბროდვეიზე, რასაც მოჰყვა ისტორიები ჟურნალ Life-ში 1955 და 1964 წლებში.

ჩენინგი ასევე გამოჩნდა უამრავ ფილმში, მათ შორის The First Travelling Saleslady (1956), სადაც მან მომავალ ვარსკვლავს კლინტ ისტვუდს პირველი კოცნა აჩუქა ეკრანზე, ასევე, საკულტო ფილმი Skidoo და Throughly Modern Millie. მილისთვის მან მიიღო ნომინაცია ოსკარზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალის როლისთვის და მიენიჭა ოქროს გლობუსის ჯილდო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის - კინოფილმისთვის.[7]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩენინგი ოთხჯერ იყო დაოჯახებული.

გარდაიცვალა 2019 წლის 15 იანვარს, საკუთარ სახლში, რანჩო მირაჟში, კალიფორნია, 97 წლის ასაკში.[8] 16 იანვარს ბროდვეიზე შუქი ჩააქრეს ჩენინგის პატივსაცემად. პარალელურად კი ხალხი შეიკრიბა სენტ ჯეიმსის თეატრის გარეთ, რადგან ეს ასევე იყო ბროდვეის ორიგინალური წარმოების Hello, Dolly-ისთვის წლისთავი!

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Just Lucky I Guess: A Memoir of Sorts by Carol Channing (Simon & Schuster, 2002)
  • Diary of a Mad Playwright: Perilous Adventures on the Road with Mary Martin and Carol Channing by James Kirkwood, Jr., about production of the play Legends (Dutton, 1989)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. An Evening with Carol Channing (1966). ციტირების თარიღი: March 27, 2017
  2. Foundas, Scott. (June 30, 2003) Broadway: The Golden Age en-US. ციტირების თარიღი: January 16, 2022
  3. Carol Channing, Larger Than Life (2012) – trailer. ციტირების თარიღი: March 27, 2017
  4. "Carol Channing biography" tcm.com; retrieved August 17, 2010.
  5. Zinko, Carolyne (May 11, 2003). "Carol Channing marries long-time sweetheart" დაარქივებული June 14, 2013, საიტზე Wayback Machine. , reprinted at lowellalumni.org; retrieved June 10, 2013.
  6. toldes. (October 24, 2010) Carol Channing Interview 1994 Hello, Dolly tour.
  7. Perlmutter, David (2018) The Encyclopedia of American Animated Television Shows (en). Rowman & Littlefield, გვ. 5. ISBN 978-1-5381-0374-6. 
  8. Wild, Stephanie. "The Legendary Carol Channing Dies at 97" broadwayworld.com, January 15, 2019