ჰალი ბერი
| ჰალი ბერი | |
ჰალი ბერი 2012 წელს |
|
| დაბადების სახელი | ჰალი მარია ბერი Halle Maria Berry |
| დაბადების ადგილი | კლივლენდი, ოჰაიო, აშშ |
| დაიბადა | 14 აგვისტო, 1966 |
| შემოქმედების წლები | 1989-დღემდე |
| მეუღლე(ები) | დევიდ ჯასტისი (1992–1997) ერიკ ბენეტი (2001–2005) გაბრიელ ობრი (2005-დღემდე) |
| ოფიციალური ვებგვერდი | ოფიციალური ვებსაიტი |
| ოსკარი | |
|---|---|
| საუკეთესო მსახიობი ქალი 2001 - მონსტრების მეჯლისი |
|
ჰალი მარია ბერი (ინგლ. Halle Maria Berry; დ. 14 აგვისტო, 1966) — ამერიკელი მსახიობი, ყოფილი მოდელი და სილამაზის დედოფალი. მიღებული აქვს „ემი“ და „ოქროს გლობუსი“ ფილმისათვის „გაიცანით დოროტი დენდრიჯი“. 2001 წელს კი „ოსკარი“, ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი ფილმისათვის „მონსტრების მეჯლისი“. ბერი ერთადერთი აფრიკელ-ამერიკელი ოსკაროსანი მსახიობი ქალია. ის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მსახიობი და კოსმეტიკის კომპანია Revlon-ის წარმომადგენელია.
მსახიობის კარიერამდე, ბერიმ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სილამაზის კონკურსში. 1986 წელს მან მოიპოვა მის აშშ-ის საპატიო ტიტული. მისი სამსახიობო დებიუტი შედგა 1991 წელს ფილმში „ჯუნგლების ციებ-ცხელება“, ამას მოჰყვა როლი ფილმში „ფლინსტონები“ (1994), „ბულვორტი“ (1998), „იქს-ადამიანები“ (2000). ჰალიმ ასევე განასახიერა „ბონდის გოგო“ - ფილმში „მოკვდი სხვა დღეს“ (2002). წარუმატებელი აღმოჩნდა ბერისთვის ფილმი „ქალი-კატა“ (2005), როდესაც Golden Raspberry Award-მა იგი ყველაზე ცუდ მსახიობ ქალად დაასახელა და პერსონალურად გადასცა ეს სამარცხვინო ჯილდო.
კარიერის მანძილზე ჰალი ორჯერ გასცილდა მეუღლეს. პირველი მათგანი კალათბურთელი დევიდ ჯასტისი იყო, მომდევნო კი მუსიკოსი ერიკ ბენეტი. 2005 წლის ნოემბრიდან ბერიმ სასიყვარული რომანი გააბა ფრანგ-კანადელ მოდელ გაბრიელ ობრისთან. მათი პირველი ქალიშვილი - ნალა არიელა ობრი 2008 წლის 16 მარტს დაიბადა.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ჰალი ბერი- ჰალი ბერი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)