ვივიენ ლი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ვივიენ ლი | |
ვივიენ ლი 1955 წელს |
|
| დაბადების სახელი | ვივიან მერი ჰარტლი |
| დაბადების ადგილი | დარჯილინგი, ინდოეთი |
| დაიბადა | 5 ნოემბერი, 1913 |
| გარდაიცვალა | 8 ივლისი, 1967 ლონდონი, ინგლისი |
| საქმიანობა | მსახიობი |
| ოსკარი | |
|---|---|
| საუკეთესო მსახიობი ქალი 1939 - „ქარწაღებულნი“ |
|
| BAFTA | |
| საუკეთესო მსახიობი ქალი 1951 - „ტრამვაი სახელად სურვილი" |
|
ვივიენ ლი (ინგლ. Vivien Leigh; დ. 5 ნოემბერი, 1913 — გ. 8 ივლისი, 1967) — ინგლისელი თეატრისა და კინოს მსახიობი. მიუხედავად იმისა, რომ კინოეკრანებზე ბევრჯერ არ გამოჩენილა, მას ამერიკის კინოაკადემიის ორი ოსკარი აქვს მიღებული „სამხრეთელი ლამაზმანების“ („Southern belles“) როლებისთვის — სკარლეტ ო'ჰარა („ქარწაღებულნი“, 1939) და ბლანშ დიუბუა („სურვილის ტრამვაი“, 1951), როლი რომელსაც პარალელურად ლონდონის ვესტენდზე თამაშობდა. მისი ოცთაათწლიანი თეატრალური კარიერის განმავლობაში შესრულებული აქვს ავტორთა ფართო სპექტრის პერსონაჟები, დაწყებული ნოელ კოვარდისა და ჯორჯ ბერნარდ შოუს გმირებითა, და დამთავრებული კლასიკური შექსპირული ხასიათებით — ოფელია, კლეოპატრა, ჯულიეტა და ლედი მაკბეტი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ვივიენ ლი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)