ანჯელა ლენსბერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანჯელა ლენსბერი "დორიან გრეის პორტრეტში" (1945).

ანჯელა ლენსბერი (ინგლ. Angela Lansbury, ალტ. ენჯელა ლენსბერი; დ. 16 ოქტომბერი, 1925) — ინგლისელ-ამერიკელი მსახიობი. ამერიკის კინოაკადემიის "ოსკარის" სამგზის ნომინანტი, "ემის" თვრამეტგზის ნომინანტი, "ოქროს გლობუსის" ექვსგზის ლაურეატი და ამერიკის უმაღლესი თეატრალური პრემიის "ტონი" რეკორდული, ხუთგზის ლაურეატი.

ცნობილია ჯესიკა ფლეტჩერის როლით სერიალში „მან დაწერა მკვლელობა“, კინოფილმებიდან „დორიან გრეის პორტრეტი“ (1945) და „მანჯურიელი კანდიდატი“ (1962) და მიუზიკლიდან „სუინი ტოდი: დემონი-დალაქი ფლიტ-სტრიტიდან“ (1979). გახმოვანებული მისის პოტსი სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმში „ურჩხული და მზეთუნახავი“ (1991).