ყვირილი სიბნელეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ყვირილი სიბნელეში“
ჟანრი დრამა
დამდგმელი რეჟისორი ფრედ შეპისი
პროდიუსერი მენაჰემ გოლანი, იორამ გლობუსი, ვერიტი ლამბერტი
სცენარის ავტორი რობერტ კასველი, ფრედ შეპისი
როლებში მერილ სტრიპი
სემ ნილი
მუსიკა ბრიუს სმიტონი
ოპერატორი იან ბაკერი
მონტაჟი ჯილ ბილკოკი
დისტრიბუტორი Cannon Films
გამოსვლის თარიღი 4 ნოემბერი, 1988
ხანგრძლივობა 121 წთ.
ქვეყანა ავსტრალია
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 15 მლნ
შემოსავალი $ 6 908 797

ყვირილი სიბნელეში (ინგლ. A Cry in the Dark, ცნობილი, როგორც ბოროტი ანგელოზები ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში) — 1988 წლის ავსტრალიური ფილმი, რომელიც დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

1980 წელს ლინდა ჩემბერლენი და მისი ქმარი სამ შვილთან ერთად პიკნიკზე იმყოფებიან. მათი 10 კვირის ჩვილს დინგო მოიტაცებს. ჩემბერლენები მეშვიდე დღის ადვენტისტები არიან. პოლიცია ლინდას ქალიშვილის მკვლელობას და მისი სისხლით საიდუმლო რიტუალის ჩატარებას დააბრალებს. ჩემბერლენები საკუთარ სიმართლეს მხოლოდ 8 წლის შემდეგ დაამტკიცებენ.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმში შესრულებული როლისთვის მერილ სტრიპი დაჯილდოვდა კანის კინოფესტივალის პრიზით საუკეთესო მსახიობი ქალისთვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]