სოფი ლორენი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფი ლორენი
Sophia Loren in London.jpg
დაბადების სახელი სოფია ვილანი შიკოლონე
დაბადების ადგილი რომი, იტალია
დაიბადა 20 სექტემბერი 1934 (1934-09-20) (ასაკი 78)
სხვა სახელები სოფია ლაძარო
სოფია შიკოლონე
შემოქმედების წლები 1950–დღემდე
მეუღლე(ები) კარლო პონტი (1957-1962, 1966-2007)
მშობლები რიკარდო შიკოლონე
რომილდა ვილანი
ოფიციალური ვებგვერდი ოფიციალური ვებგვერდი
ოსკარი
ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის
1961 ჩოჩარა
აკადემიის ჰონორარის ჯილდო
1991 Lifetime Achievement
ოქროს გლობუსი
სესილ ბ. დემილის ჯილდო
1995 Lifetime Achievement
BAFTA
საუკეთესო მსახიობი ქალი მთავარ როლში
1961 ჩოჩარა
სხვა ჯილდოები
კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის
1961 ჩოჩარა

სოფი ლორენი (ინგლ. Sophia Loren; დ. 20 სექტემბერი, 1934) — იტალიელი თეატრის და კინოს მსახიობი, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს - ოსკარის მფლობელი, საყოველთაოდ აღიარებული როგორც იტალიური კინოს საუკეთესო მსახიობი.

სექციების სია

ბიოგრაფია [რედაქტირება]

ცხოვრების ადრეული წლები [რედაქტირება]

ჩვილობაში სოფიას ლაქტოზისადმი არატოლერანტობა ჩამოუყალიბდა, რის გამოც ვერც მშობლის და ვერც ძროხის რძეს ირგებდა. ბავშვი უკიდურესად გამხდარი იყო და მისი გადარჩენა სათუოდ მიაჩნდათ. დედა სოფიას მარტო ზრდიდა, მიუხედავად იმისა, რომ მამამისის, რიკარდოს, დაბრუნების იმედს არ ჰკარგავდა. თუმცა მამისგან სოფიას მხოლოდ გვარი ერგო — შიკოლონე.

სიკვდილს გადარჩენილი გოგონა 13 წლამდე უკიდურესად გამხდარი იყო, იმდენად, რომ თანაკლასელი ბიჭები მეტსახელად „კბილის საჩიჩქნ ჯოხს“ ეძახდნენ. თუმცა ყველას გასაკვირად სოფია ორ წელიწადში შეივსო და დამშვენდა.

სოფიას წარმატება პროვინციული სილამაზის კონკურსით დაიწყო. დედამისმა ქუჩაში ნანახ განცხადებაზე „გინდა გახდე „ზღვის პრინცესა?“ მიიღე მონაწილეობა კონკურსში!“ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ურჩია. ამ კონკურსისთვის სოფიას დედამ კაბა ფარდებისგან შეუკერა. "კონკურსის ფინალში ერთ–ერთ მშვენიერებათაგანს ვარდისფერი ფარდისგან შეკებილი კაბა ეცვა და კეფლის საღებავით სახელდახელოდ თეთრად შეღებილი ფეხსაცმელი. შესანიშნავი გოგონაა. ჟიურიმ მეორე ადგილი მიაკუთვნა"[1].

კარიერა [რედაქტირება]

1950–იანი წლების დასასრულს, ლორენს წარმატებული დებიუტი ჰქონდა ჰოლივუდში, როდესაც მან ითამაშა 1957 წლის ფილმებში Boy on a Dolphin და The Pride and the Passion, სადაც იგი თამაშობდა ქერი გრანტთან და ფრენკ სინატრასთან ერთად. ლორენს და გრანტს ჰქონდათ რომანი, რომელიც ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ რომანადაა მიჩნეული.

საერთაშორისო წარმატება [რედაქტირება]

Paramount Pictures–სთან კონტრაქტის შემდეგ, ლორენი საერთაშორისო მასშტაბის ვარსკვლავი გახდა. ამ დროისთვის მან მონაწილეობა მიიღო ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: Desire Under the Elms ანტონ პერკინსთან ერთად; Houseboat, რომანტიკული კომედია ქერი გრანტთან ერთად; ჯორჯ კუკორის ფილმში Heller in Pink Tights, სადაც იგი პირველად გამოჩნდა ქერა თმებში (პარიკით).

1960 წელს, ლორენმა ითამაშა ვიტორიო დე სიკას წარმატებულ ფილმში "ორი ქალი, რომელმაც უამრავი ჯილდო მიიღო, მათ შორის კანის, ვენეციის და ბერლინის კინოფესტივალებზე. ლორენმა განსახიერებული როლისთვის ოსკარის ჯილდო მიიღო , კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი ქალი, პირველი მთავარი აკადემიის ჯილდო არაინგლისურენოვანი შესრულებისთვის. თავდაპირველად, ფილმში ლორენის დედა უნდა ყოფილიყო მსახიობი ანა მანიანი, მაგრამ მან დაიწუნა ლორენი გარეგნობით, და მოითხოვა, რომ არა თვითონ, არამედ ლორენი ყოფილიყო მისი დედა. ვიტორიო დე სიკამ ძლივს დაიყოლია და საბოლოოდ ლორენმა ითამაშა დედის როლი, რაც მისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა.

1960–იანი წლების განმავლობაში, ლორენი გახდა ყველაზე პოპულარული ქალი მსოფლიოში, და იგი აგრძელებდა ფილმებში როლების მიღებას ამერიკასა და ევროპაში. 1964 წელს, მან მიაღწია კარიერის ზენიტს, როდესაც მიიღო $1 მილიონი აშშ დოლარი მთავარი როლისთვის ფილმში The Fall of the Roman Empire - ’’რომის იმპერიის დაცემ’’ა.

ლორენის ყველაზე ცნობილი ფილმებია ამ პერიოდიდან: The Millionairess (1960) პიტერ სელერსთან ერთად, It Started in Naples (1960) კლერკ გაბლისთან ერთად , ვიტორიო დე სიკას ფილმი Ieri, oggi, domani (1963) მარჩელო მასტოანისთან ერთად, პიტერ უსტინოვის Lady L (1965) პოლ ნიუმენთან ერთად, 1966 წლის კლასიკაში Arabesque გრეგორი პაკისთან ერთად, და ჩარლი ჩაპლინის ფინალურ ფილმში A Countess from Hong Kong (1967) მარლონ ბრანდოსთან ერთად.

ფილმოგრაფია [რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სოფი ლორენის ფილმოგრაფია.

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

სქოლიო [რედაქტირება]

  1. ცხოვრების ადრეული წლები & პირადი ცხოვრება – ჟურნალი "ბომონდი". 2008, აპრილი