ვუპი გოლდბერგი
ვუპი გოლდბერგი (ინგლ. Whoopi Goldberg, ნამდვილი სახელი კერინ ჯონსონი; დ. 13 ნოემბერი, 1955) — ამერიკელი მსახიობი-კომედიანტი და ტელეწამყვანი. ვუპი იმ ცამეტ ადამიანთა შორისაა, რომელთაც მოგებული აქვთ ემი, გრემი, ოსკარი და ტონის ჯილდო, ასევე დღის პროგრამებისთვის დაწესებული ემი. 1990 წელს ის ჰოტი მაკდენიელის შემდეგ მეორე აფრო-ამერიკული წარმოშობის მსახიობი გახდა, რომელმაც ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო მიიღო. მას ორი ოქროს გლობუსი და ორი სატურნის ჯილდო აქვს მიღებილი „ვარსკვლავური გზის თაობასა“ და „მოჩვენებაში“ შესრულებული როლებისთვის.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბავშვობა
დაიბადა ნიუ-იორკის მეტწილად ემიგრანტებით დასახლებულ უბან ჩელსიში, ღარიბ ოჯახში. მეტსახელი ვუპი („whoopee cushion“-იდან, რაც ბალიშას ნიშნავს) კერინმა ბავშვობაშივე აირჩია როგორც სამსახიობო ფსევდონიმი. რვა წლიდან ერინ რუბენსტაინის სამოყვარულო თეატრის სცენაზეა; სწორედ ბავშვობაში მიიღო პირველად და უკანასკნელად სამსახიობო ოსტატობის გაკვეთილები. პედაგოგები გოგონაში ადრეგაღვიძებულ ნიჭს მაღალ შეფასებას აძლევდნენ.
სრულფასოვანი საერთო განათლება კერინს არ მიუღია: ის რამდენიმე წელიწადს ჩამორჩენილთა სიაში ირიცხებოდა, შემდგომ კი სკოლის სულ მიტოვებაც მოუწია, რადგან დისლექსია სჭირდა და კითხვაც კი არ შეეძლო გამართულად.
[რედაქტირება] სიყმაწვილე
60-იანი წლების დამლევს კერინი სახლიდან წავიდა, ჰიპებს შეეკედლა და კომუნაში დაიწყო ცხოვრება, სადაც მარიხუანას მიეძალა, შემდეგ კი უფრო ძლიერ პრეპარატებს. დიდხანს არსად უმუშავია, უმუშევართა სოცდახმარებით გაჰქონდა თავი.
ნარკოტიკებისთვის თავის დაბებება არაერთხელ სცადა, თუმცა უშედეგოდ. ნარკოდამოკიდებულებისგან გათავისუფლება მხოლოდ 70-იანი წლების დამდეგს რეჟისორ ელვინ მარტინთან შეხვედრის შემდეგ მოახერხა, რომელიც ანტინარკოტიკულ კამპანიის წარმომადგენელი იყო. ელვინმა ვუპი ცხოვრების წესის შეცვლის აუცილებლობაში დაარწმუნა და ნარკოტიკებისთვისაც თავი დაანებებინა. ელვინი და კერინი მალე დაქორწინდნენ, ერთი წლის თავზე მათ ქალიშვილი ალექსანდრა შეეძინათ.
კერინს (ვუპის) ღამის გუშაგად, აგურების დამწყობად და მიცვალებულთა გრიმიორადაც კი მოუწია მუშაობა, სანამ საბოლოოდ, 1974 წელს ერთ-ერთი თეატრალური სააგენტოს მეშვეობით ქალაქ სან-დიეგოს ახალგახსნილ თეატრში მსახიობის ვაკანსის არ მიაგნო. ელვინმა ნიუ-იორკის დატოვებაზე უარი განუცხადა ცოლს, ვუპის კი გული თეატრისკენ მიუწევდა; მათ განქორწინება მოუხდათ. კერინი ქალიშვილთან ერთად დასავლეთ სანაპიროზე გადაბარგდა.
[რედაქტირება] თეატრი
თეატრალური კარიერა კერინმა უკვე ვუპი გოლდბერგის ფსევდონიმით დაიწყო. სან-დიეგოშო ვუპიმ საქალაქო თეატრის „რეფერთერი სიეთას“ შექმნაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი სან-ფრანცისკოს „ბლეკ სტრიტ სიეთაში“ გადავიდა. ვუპი რამდენიმე სამოყვარულო ჯგუფში თამაშობდა.
ერთ-ერთი მისი მთავარი და მნიშვნელოვანი როლი პიესა „დედილო კურაჟში“ შედგა. სწორედ მაშინ ვუპიმ, მთავარი პერსონაჟის განსახიერებასთან ერთად, ავადგამხდარი მსახიობის როლის შესრულებაც იკისრა და თავი წარმატებით გაართვა. ვუპი ღატაკიდან მილიონერ ქალამდე როლებს ასრულებდა. იმ ხანად ვუპის აზრად მოუვიდა ერთი მსახიობის თეატრი დაეარსებინა და მარტოს შეესრულებინა ხუთი-ექვსი როლი.
ვუპის ამერიკისა და კანადის გარდა, ევროპის თეატრებშიც უკრავდნენ ტაშს. მას ცნობილ როკ-მიუზიკლში „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“ ერთ-ერთი როლი აქვს განსახიერებული.
უკანასკენლ წლებში მას კინომ იმდენი დრო წაართვა, რომ თეატრში მოღვაწეობისთვის პრაქტიკულად აღარ სცალია. თუმცა, მაინც თვალშისაცემია მისი ნამუშევარი სპექტაკლში „სასიყვარული წერილები“ ტიმოთი დალტონთან ერთად.
[რედაქტირება] კინო
1985 წელს ვუპიმ შეიტყო, რომ ელის უოკერის ეპიკური რომანის „ლილისფერის“ გადაღება იგეგმებოდა, რომელიც აფროამერიკულ ქარწაღებულებად მიიჩნევა, ავტორს წერილი გაუგზავნა, სადაც სთხოვა რაიმე როლი მიეცათ მისთვის. ელის უოკერმა, რომელიც ვუპის თეატრალურ ნამუშევრებს უკვე იცნობდა, რეჟისორ სტივენ სპილბერგს სთხოვა ვუპისთვის როლი მიეცათ; რეჟისორის გადაწყვეტილებით, გოლდბერგს მთავარი როლი, ამერიკელი შავკანიანი ქალის სესილი ჯონსონის პერსონაჟის განსახიერება ერგო. ვუპის თვალშისაცემი შესრულების მანერა უყურადღებოდ არ დარჩენილა და ოქროს გლობუსითა და ოსკარზე წარდგენით აღინიშნა.
ვუპიმ კინოკარიერა ღრმადდრამატული როლით დაიწყო, მაგრამ კომედიური, კრიმინალურ-კომედიური და გასართობი ხასიათის პერსონაჟების თამაშით გააგრძელა; მას არც სერიალებსა და ფანტასტიკურ ფილმებში უთაკილია მონაწილეობა. მისი ფილმოგრაფიიდან ყველაზე ცნობილ ფილმებად მიიჩნევა : „ქურდი ქალი“, „საბედისწერო ლამაზმანი“, „იმოქმედე დაო!“. „მოჩვენება“ და „კამელოტის რაინდი“.
ვუპის ოდნავ ექსცენტრული, მომხიბლავი და დამოუკიდებელი ქალის იმიჯი აქვს ფილმებში, რომელსაც არანაირი პირობითობა ჩირად არ უღირს და უბრალო, ყოველდღიური ქალის სახეს ამჯობინებს. აღსანიშნავია მისი დრამატული ხასიათის კინოროლებიც ფილმებში: „მისისიპის მოჩვენებები“, „გრძელი გზა შინისაკენ“ და სხვ.
1991 წელს ვუპი გოლდბერგი იღებს ოსკარს კინორეჟისორ გარი ცუკერის ფილმ „მოჩვენებაში“ განსახიერებული მკითხავ ოდა მეი ბრაუნის მეორეხარისხოვანი როლისთვის.
გოლდებრგის ხმას ბევრ ამერიკულ მულტფილმშიც მოვისმენთ განსაკუთრებით კომიკური პოერსონაჟებისგან.
[რედაქტირება] ტელევიზია
| ამ სტატიას/სექციას არ გააჩნია ტექსტი. თუ შეგიძლიათ, გთხოვთ შეავსოთ. |
[რედაქტირება] პირადი ცხოვრება
| ამ სტატიას/სექციას არ გააჩნია ტექსტი. თუ შეგიძლიათ, გთხოვთ შეავსოთ. |
[რედაქტირება] პრემიები და ჯილდოები
| ამ სტატიას/სექციას არ გააჩნია ტექსტი. თუ შეგიძლიათ, გთხოვთ შეავსოთ. |
[რედაქტირება] ფილმოგრაფია
| წელი | ქართულად | დედანში | როლი |
| 1982 | მოქალაქე | Citizen | |
| 1985 | დოქტორ დაქის სუპერსაიდუმლო სოუსი | Doctor Duck`s Super Secret All-Purpose Sauce | |
| 1985 | ლილისფერი | The Color Purple | სელია |
| 1986 | დეტექტივთა სააგენტო «მთვარის შუქი» | "Moonlighting" (TV episode) | ქამილა ბრენდი |
| 1986 | მხტუნია ჯექი | Jumpin' Jack Flash | თერი დულითლი |
| 1987 | ქურდი ქალი | Burglar | ბერნის «ბერნი» როდენბარი |
| 1987 | სასიკვდილო ლამაზმანი | Fatal Beauty | რიტა რიცოლი |
| 1988 | ვუპი გოლდბერგი: ფანტანი | Whoopi Goldberg: Fontaine... Why Am I Straight (TV) | ფონტეინი |
| 1988 | ტელეფონი | The Telephone | ვაშთი ბლუ |
| 1988 | კლარას გული | Clara's Heart | კლარა მეიფილდი |
| 1989 | კომიკოსები | Comicitis (მოკლემეტრაჟიანი) | |
| 1989 | ნგრევის სკოლა | «CBS Schoolbreak Special» (TV Episode -
My Past Is My Own)|| მარია ჯონსთონი |
|
| 1989 | პაჩი | (TV) | სარა ქოლინზი |
| 1989 | ჰომერი და ედი | Homer and Eddie | ედი ჩერვი |
| 1990 | ვუპის იგავები | Tales from the Whoop: Hot Rod Brown Class Clown(TV) | |
| 1990 | მოჩვენება | Ghost | ოდა მეი ბრაუნი |
| 1990 | კაფე «ბაღდადი» | "Bagdad Cafe" (TV Series) | ბრენდა |
| 1990 | გრძელი გზა შინისაკენ | The Long Walk Home | ოდესსა ქოთერი |
| 1991 | გუგულის გადაფრენა | Blackbird Fly (მოკლემეტრაჟიანი) | |
| 1991 | ქალური იუმორი | Wisecracks (დოკუმენტური) | ვუპი გოლდბერგი |
| 1991 | საპნის ქაფი | Soapdish | როზი შვარცი |
| 1991 | კაპიტანი პლანეტა და პლანეტელები | "Captain Planet and the Planeteers" (TV Episode: Mind Pollution) | გაია (გახმოვანება) |
| 1991 | განსხვავებული სამყარო | "A Different World" (TV Episode: If I Should Die Before I Wake) | დოქტორი ჯორდანი |
| 1991 | ზღაპრები აკლდამიდან-1. ეპიზოდი «სასიკვდილო მოლოდინი» | "Tales from the Crypt" (TV Episode: Dead Wait) | პელიგი — ვუპი გოლდბერგი |
| 1992 | დინატრონის დამცველები (ტელესერიალი)დინატრონის დამცველები | Defenders of Dynatron City (TV) | მისის მეგავატი (გახმოვანება) |
| 1992 | მოთამაშე | The Player | დეტექტივი სჲუზენ ევერი |
| 1992 | იმოქმედე, დაო! | Sister Act | დელორის ვან კარტჲე — მერი ქლერენსის და |
| 1992 | ჩექ ჯონსის ჯადოსნური სამყარო | Magical World of Chuck Jones, The (დოკუმენტური) | ვუპი გოლდბერგი |
| 1992 | სერაფინა | Sarafina! | მერი მოსემბუკო |
| 1993 | შიშველი ნიუ-იორკში | Naked in New York | ტრაგიკული ნიღაბი |
| 1993 | დატენილი იარაღი | Loaded Weapon 1 | სერჟანტი ბილი იორქი |
| 1993 | ვარსკვლავური გზა | "Star Trek: The Next Generation" (28 TV episodes, 1988—1993) | გინენი |
| 1993 | დამზადებულია ამერიკაში | Made in America | სარა მეთიუზი |
| 1993 | იმოქმედე, დაო! 2 | Sister Act 2:Back in the Habit | დელორის ვან კარტჲე — მერი ქლერენსის და |
| 1994 | ყინვა როგორც იმ შობისას | A Cool Like That Christmas (TV) | დედა — ირვინი |
| 1994 | მეფე-ლომი | The Lion King | ჰიენა შენზი(ხმა) |
| 1994 | პატარა არამზადები | The Little Rascals | ბაქუითის დედა |
| 1994 | კორინა, კორინა | Corrina, Corrina | კორინა ვაშინგთონი |
| 1994 | ვარსკვლავური გზა: თაობა | Star Trek: Generations | გიენენი (ტიტრებში აღნიშნული არ არის) |
| 1994 | გვერდების მბრძანებელი | The Pagemaster | ფენტეზი |
| 1995 | მზიური ბიჭები | The Sunshine Boys (1995)(TV) | მედდა(ტიტრებში არ მიუთითებიათ) |
| 1995 | და ბედნიერად ცხოვრობდნენ:ზღაპრები ყველა ბავშვისათვის | "Happily Ever After: Fairy Tales for Every Child" (TV Series) | |
| 1995 | ბიჭები გვერდით | Boys on the Side | ჯეინ დე ლუკა |
| 1995 | მთვარის შუქი და ვალენტინო | Moonlight and Valentino(TV) | სილვია მოროუ |
| 1995 | თეოდორ რექი | Theodore Rex | ქეთი ქოლთრეინი— თ.რექსი |
| 1996 | ედი | Eddie | ედვინა ფრენქლინი მეტსახელად «ედი» |
| 1996 | სისხლიანი საროსკიპო | Bordello of Blood | პაციენტი საავადმყოფოში(ტიტრებში არ მიუთითებიათ) |
| 1996 | პტარა და ბოგუსი | Bogus | ჰარიეთ ფრენქლინი |
| 1996 | კომპანიონი | The Associate | ლორენ ერიესი |
| 1996 | მისისიპის მოჩვენებები | Ghosts of Mississippi | მირლი ევერსი |
| 1997 | საშობაო სიმღერა | A Christmas Carol (1997) | ნამდვილი შობის სული (ხმა) |
| 1997 | საქმეს თრეისი კიდებს ხელს | "Tracey Takes On..." (TV episode: Supernatural) | უფლის ხმა |
| 1997 | ბინდ-ბუნდში | In the Gloaming | და მაიმა |
| 1997 | საითაც გნებავს | Destination Anywhere | ქებბი |
| 1997 | დედა ბატი | Mother Goose: A Rappin' and Rhymin' Special (TV) | დედილო გუსბერგი |
| 1997 | კონკია | Cinderella (TV) | კონსტანტინის დედოფალი |
| 1998 | ალერგია | Alegría | კლოუნი |
| 1998 | ტაიტი | Titey (1998) | აისბერგი |
| 1998 | დაიწვი ჰოლივუდო დაიწვი | An Alan Smithee Film: Burn Hollywood Burn (1998) | კამეო |
| 1998 | სპეფი | "Smap x Smap" (TV Episode) | სტუმარი სადილისთვის |
| 1998 | ძიძა | The Nanny (TV series) | ედნა |
| 1998 | სტელას გატაცებები | How Stella Got Her Groove Back | დელაიდა ებრაჰემი |
| 2006 | ცოდვათა ქალაქი | "Sin City Spectacular" (1 episode) | |
| 1998 | ცხვირწითელა შვლის ნუკრი რუდოლფი | Rudolph the Red-Nosed Reindeer:The Movie | სტორმელა, თოვლის ავი დედოფალი |
| 1998 | კამელოტის რაინდი | A Knight in Camelot | გოქტორი ვივიენ მორგენი |
| 1998 | კარაპუზები | The Rugrats Movie | მარგარეთი (ხმა) |
| 1999 | ჩვენი მეგობარი მარტინი | Our Friend, Martin | მისის ფექი(ხმა) |
| 1999 | ალისა საოცრებათა ქვეყანაში | Alice in Wonderland (TV) | ჩეშირული კატა |
| 1999 | ჯექი ბრუნდება! | Jackie's Back! (TV series: «Nurse Ethyl Washington Rue Owen» | და ჯექი |
| 1999 | ოკეანის ღრმა ფსკერზე | The Deep End of the Ocean (1999) | ქენდი ბლისი |
| 1999 | მელიების მომთვინიერებლები | "Foxbusters" (1999) (TV Series) | |
| 1999 | ფერიის ქვეყანა | The Magical Legend of the Leprechauns (TV) | დიადი კოშკი |
| 1999 | შეწყვეტილი გოგონა | Girl, Interrupted | ვალერია ოუნსი |
| 2000 | როკისა და ბულვინქლის თავგადასავლები | The Adventures of Rocky & Bullwinkle | მოსამართლე |
| 2000 | მეორე შანსი ცხოვრებაში | A Second Chance at Life | დიქტორის ხმა |
| 2000 | შესასვლელი და გამოსასვლელი | In and Out | |
| 2000 | ძვლებზე მეტი ძაღლები | More Dogs Than Bones | ქლეო |
| 2000 | ძლიერი წამალი | "Strong Medicine" (4 TV episodes) | ექიმი ლიდია ემერსონი |
| 2001 | ოქროს ოცნებები | Golden Dreams | კალაფია, დედოფალი |
| 2001 | რა ჰქმნის ოჯახს? | What Makes a Family (TV) | თერი ჰარისონი |
| 2001 | იმქვეყნად | Kingdom Come | რეინელ სლოქამბი |
| 2001 | მაიმუნის ძვალი | Monkeybone | სიკვდილი |
| 2001 | ვირთხების რბოლა | Rat Race | ვერა ბეიკერი |
| 2001 | ჰოლივუდის ნიშანი | The Hollywood Sign | 'კამეო |
| 2001 | მარკ ტვენის პრიზი: ვუპი გოლდბერგი | The Mark Twain Prize: Whoopi Goldberg (TV) | 'ვუპი გოდბერგი |
| 2001 | კლაუსი დამიძახე | Call Me Claus (TV) | ლჲუსი ქალინსი |
| 2001 | თავისუფლების შვილები | "Liberty's Kids: Est. 1776" (TV Series) | დებრა სამსონი |
| 2002 | ჩემი მშვენიერი მედლინი | Madeline: My Fair Madeline (TV) | 'მის ქლეველი(ხმა) |
| 2002 | თოჯინების საშობაო ისტორია | It's a Very Merry Muppet Christmas Movie (TV) | დანიელის შეფი |
| 2002 | ვარსკვლავური გზა: სამაგიერო | Star Trek: Nemesis | გინენი |
| 2002 | აბსოლუტური ფანტასტიკა | Absolutely Fabulous (TV series) | გოლდი |
| 2003 | კეთილი მეზობლები | Good Fences (TV) | მეიბლ სფეიდერი |
| 2003 | ბლიზარდი | Blizzard | ბლიზარდის ხმა |
| 2004 | ლითლბურგი | Littleburg (TV series) | მერი ვუპი |
| 2004 | მეფე ლომი-3 | Lion King 3: Hakuna Matata | ჰიენა შენზი |
| 2004 | ვუპი | Whoopi (TV – 15 серий) | მევის რეი |
| 2004 | პინოქიო 3000 | Pinocchio 3000 | სიბერინა |
| 2005 | გიჟური რბოლა | Racing Stripes | ფრანიის ხმა |
| 2005 | ჯადოსნური თავგადასავალი | The Magic Roundabout | ერმინთრუდა |
| 2005 | ვუპი: ისევ ბროდვეიზე. 20 წლისთავი | Whoopi: Back to Broadway — The 20th Anniversary (TV) | ვუპი გოლდბერგი |
| 2005 | დათვი დიდ ლურჯ სახლში | Bear in the Big Blue House (TV series: The Great Bandini) | დიდი ბანდინი |
| 2006 | პინგვინთა ფარსი (მულტფილმი)პინგვინთა ფარსი | Farce of the Penguins | ელენი |
| 2006 | დუგალი | Doogal | ერმინთრუდა |
| 2006 | კანონი და წესრიგი | Law & Order: Criminal Intent (TV series: «To the Bone») | ჩელსი უოთქინსი |
| 2006 | ყოვლადგმირი | Everyone's Hero | დარლინის ხმა |
| 2006 | ქრისი ყველას უყვარს | Everybody Hates Chris (TV series: «Everybody Hates a Liar», «Everybody Hates Rejection» | ლუიზა |
| 2006 | რომ მცოდნოდა, გენიოსი ვარ | If I Had Known I Was a Genius | დედა |
[რედაქტირება] ბმულები
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- (ინგლისური) ვუპი გოლდბერგი — ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IBDb)
- (ინგლისური) ვუპი გოლდბერგი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში
- ინტერვიუ ვუპისთან დისლექსიის შესახებ