რენე ზელვეგერი
| რენე ზელვეგერი Renée Zellweger |
|
| დაბადების სახელი | რენე კეთლინ ზელვეგერი |
| დაბადების ადგილი | კეტი, ტეხასი, აშშ |
| დაიბადა | 25 აპრილი 1969 |
| საქმიანობა | მსახიობი |
| შემოქმედების წლები | 1992-დღემდე |
| მეუღლე(ები) | კენი ჩესნი (მაისი–სექტემბერი, 2005; ანულირებულია) |
| ოქროს გლობუსი | |
|---|---|
| საუკეთესო მსახიობი ქალი მიუზიკლსა ან კომედიაში 2002- ჩიკაგო |
|
რენე კეთლინ ზელვეგერი (ინგლ. Renée Kathleen Zellweger, დ. 25 აპრილი 1969, ტეხასი, აშშ) — ამერიკელი კინომსახიობი. კინოაკადემიის ჯილდოს „ოსკარის“ პრემიის ლაურეატი. 2007 წლიდან არის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი.[1]
სექციების სია |
ბიოგრაფია [რედაქტირება]
რენე კეთლინ ზელვეგერი დაიბადა 1969 წლის 25 აპრილს, ტეხასის შტატის პატარა ქალაქ კეტიში. მამამისი ემილ ერიხ ცელვეგერი იყო შვეიცარიელი იმიგრანტი[2], რომელიც მუშაობდა ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაში, ხოლო დედა ირენ ანდერსენი ნორვეგიელი და საამიის წარმოშობისაა[3] პროფესიით მეანი ქალი იყო[4][5] და ტეხასში ამღზრდელად მუშაობდა.[6][5]
რენეს ჰყავს უფროსი ძმა – დრიუ ზელვეგერი, რომელიც მარკეტინგის სფეროში მოღვაწეობს. და-ძმამ გერმანული გვარი ცელვეგერი ინგლისურენოვანი c [z-] ფორმით გადააკეთეს (<Zellweger, ზელვეგერი). ადრეულ წლებში რენე ზელვეგერი აქტიურად ღებულობდა მონაწილეობას სპორტის რამდენიმე სახეობაში, მათ შორის ფეხბურთში, კალათბურთში, ბეისბოლსა და ამერიკულ ფეხბურთში.[5] ერთი პერიოდი ზელვეგერი მიმტანად მუშაობდა ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში.[7]
კინოკარიერა [რედაქტირება]
რენე ზელვეგერმა ტეხასის უნივერსიტეტში დაამთავრა სამსახიობო კურსები და შემდეგ გაემგზავრა ჰოლივუდში, სადაც წარმატებებს მიაღწია. თუმცა შემდეგ ისევ მშობლიურ შტატში დაბრუნდა. ამის შემდეგ კინოსინჯებში მონაწილეობდა და საბოლოოდ მიიღო მეორეხარისხოვანი როლები კინოფილმებში.
1994 წელს მიიღო მთავარი როლი ფილმში „ტეხასური ხოცვა ბენზოხერხით 4: ახალი თაობა“, სადაც მასთან ერთად ითამაშა მეთიუ მაკ-კონეჰიმ. სწორედ ამ უკანასკნელმა მოუწოდა რენეს ჰოლივუდში წასულიყო და იქ მიეღწია კინოწარმატებებისთვის. 2005 წელს ცოლად გაჰყვა კენი ჩესნის, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ მათი ქორწინებაში ყოფნა შეწყდა.
რენე ზელვეგერი კინოკრიტიკოსებმა აღიარეს ფილმში „ჯერი მაგუაიერი“, სადაც მასთან ერთად ითამაშა ტომ კრუზმა. აღსანიშნავია ასევე ფილმები: „ბრიჯით ჯონსის დღიური“, „ჩიკაგო“ და სხვ.
2003 წელს გამოდის დიდბიუჯეტიანი ფილმი „ცივი მთა“, სადაც განასახიერა „სოფლელი გოგონას“ როლი და საბოლოოდ ამ როლისთვის დაჯილდოვდა ოსკარის პრემიით. 2005 წელს რასელ ქროუსთან ერთად ითამაშა ფილმში „ნოკდაუნი“; ხოლო რენე ზელვეგერის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია ”საქმე 39“, საშინელებათა ფილმი, სადაც მასთან ერთად ითამაშა ჰოლივუდის ამომავალმა ვარსკვლავმა ჯოდელ ფერლანდმა.
ამპლუა: დრამა, მელოდრამა, კომედია.
ფილმოგრაფია [რედაქტირება]
- 1993 — Love And A. 45 (ინგ. - Love And A. 45)
- 1994 — Reality Bites (ინგ. - Reality Bites)
- 1994 — ტეხასური ხოცვა ბენზოხერხით 4: ახალი თაობა (ინგ . - The Return of the Texas Chainsaw Massacre)
- 1996 — მთელი დიდი სამყარო (ინგ. - The Whole Wide World)
- 1996 — ჯერი მაგუაიერი (ინგ. - Jerry Maguire)
- 1999 — უცოლო (ინგ. - The Bachelor)
- 2000 — დაიკო ბეთი (ინგ. - Nurse Betty)
- 2000 — მე ისევ მე და ირენი (ინგ. - Me, Myself & Irene)
- 2001 — ბრიჯით ჯონსის დღიური (ინგ. - Bridget Jones’s Diary)
- 2002 — თეთრი ოლეანდრი (ინგ. - White Oleander)
- 2002 — ჩიკაგო (ინგ. - Chicagoll)
- 2003 — ძირს სიყვარული (ინგ. - Down With Love)
- 2003 — ცივი მთა (ინგ. - Cold Mountain)
- 2004 — წყალქვეშა საძმო (ინგ. - Shark Tale)
- 2004 — ბრიჯით ჯონსი (ინგ. - Bridget Jones: The Edge of Reason)
- 2005 — ნოკდაუნი (ინგ. - Cinderella Man)
- 2006 — მის პოტერი (ინგ. - Miss Potter)
- 2008 — აპალუზა (ინგ. - Appaloosa)
- 2008 — სიყვარული წესების გარეშე (ინგ. - Leatherheads)
- 2009 — საქმე 39 (ინგ. - Case 39)
- 2009 — გაყინული მაიამიდან (ინგ. - New in town)
- 2009 — ჩემი ერთადერთი (ინგ. - My One and Only)
- 2010 — ჩემი სასიყვარულო სიმღერა (ინგ. - My Own Love Song)
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- რენე ზელვეგერი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
- Charlie Rose
- in libraries (WorldCat catalog)
- Interview with Zellweger about her role in "Miss Potter"
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ "Witherspoon Tops Rich List". San Francisco Chronicle. 2007-11-30.
- ↑ (german). Filmreporter.de (2006-05-09). წაკითხვის თარიღი: 2010-03-31.
- ↑ "Lone star". Telegraph.co.uk. 2004-10-28.
- ↑ Agelorius, Monica. "Bridget Jones's Diary LA junket". scene-magazine.com 2001-03-17.
- ↑ 5.0 5.1 5.2 "Renee Zellweger Biography". Tiscali.co.uk. 2008-02-06.
- ↑ Agelorius, Monica. "Bridget Jones's Diary LA junket". scene-magazine.com 2001-03-17.
- ↑ "Renee Zellweger". Yahoo! Movies. 2008-02-06.