ვუდი ალენი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ვუდი ალენი (დაბადებით ალენ სტიუარტ კონიგსბერგი), (დ. 1 დეკემბერი, 1935, ნიუ-იორკი) — ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, კომედიანტი, მწერალი და მუსიკოსი, რომლის უამრავმა ნაშრომმა და ორიგინალურმა სტილმა მას თანამედროვე კინემატოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი დაუმკვიდრა.
ვუდი ალენს მრავალ საკუთარ ფილმში თავად აქვს შესრულებული მნიშვნელოვანი როლები. მისი მნიშვნელოვანი დასაყრდენი საკუთარ შემოქმედებაში არის ლიტერატურა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ევროპული კინემატოგრაფია და, განსაკუთრებით ბოლო დროს, ქალაქი ნიუ-იორკი, სადაც ის დაიბადა, მთელი ცხოვრება გაატარა, და რომელიც, როგორც თავად აღნიშნავს, მთელი მისი აღმაფრენის წყარო გახლდათ.
[რედაქტირება] ჯილდოები
- 2011 - ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის, ფილმისთვის „შუაღამე პარიზში"
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

