კიმ ბესინგერი
| კიმ ბესინგერი | |
კიმ ბესინგერი 1990 წელს |
|
| დაბადების სახელი | კამილა ენ ბესინგერი |
| დაბადების ადგილი | ათენი , ჯორჯია |
| დაიბადა | 1953, 8 დეკემბერს |
| შემოქმედების წლები | 1976 წლიდან დღემდე |
| ოსკარი | |
|---|---|
| ოსკარი, ოქროს გლობუსი | |
კამილა ენ „კიმ“ ბესინგერი (ინგლ. Kimila Ann "Kim" Basinger [ˈbeɪsɪŋɡəɹ], დ. 8 დეკემბერი, 1953, ათენი, ჯორჯია, აშშ) არის ოსკაროსანი მსახიობი და ყოფილი მოდელი. აქვე უნდა ითქვას, რომ მის გვარს ხშირად ამახინჯებენ და ბესინჯერს [ˈbæsɪndʒəɹ] წარმოთვქვამენ.
სექციების სია |
ბიოგრაფია [რედაქტირება]
ადრეული წლები [რედაქტირება]
მამამისი დონ ბესინგერი ორკესტრის მუსიკოსი იყო. დედამისი ანი კი მოდელი, მსახიობი და მოცურავე იყო, რომელიც ესთერ უილიამსის რამდენიმე ფილმში გამოჩნდა. კიმს ორი ძმა, მიქი და სქიფი და ორი და, ეშლი და ბარბარა ჰყავს. ბესინგერს შვედურ-გერმანული წარმოშობა აქვს და მეთოდისტური ეკლესიის მრევლად მიიჩნევა. 16 წლის ასაკში მან თავის პატარა ქალაქ ათენში სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა და ფორდის სააგენტოში მოდელის კარიერა დაიწყო, რისთვისაც ნიუ-იორქში მოუხდა ჩასვლა. იმხანად კიმმა მოდელობისთვის სიმღერისა და მსახიობის კარიერაზე თქვა უარი.
კარიერა [რედაქტირება]
პოდიუმზე გასვლიდან მოკლე ხანში ბესინგერის ფოტოები წამყვანი ჟურნალების გარეკანზე ჩნდება. გასული საუკუნის 70-იან წლებში მისი ფოტოები ასეულობით ჟურნალს ამშვენებდა. თოფ-მოდელის სტატუსი კიმს 20 წლის ასაკში მიენიჭა, რამაც მას დღიურად 1000 დოლარის შემოსავალი მოუტანა. ამასობაში მან პრესტიჟულ სამსახიობო სკოლა Neighborhood Playhouse-ში დაიწყო სიარული მსახიობის ოსტატობის შესასწავლად. 1976 წელს გარეკანის ვარსკვლავმა სამოდელო კარიერის გვერდზე გადადება გადაწყვიტა და ლოს-ანჯელესს ჩავიდა მსახიობის კარიერის დასაწყებად. თავდაპირველად კიმი სატევიზიო ფილმების ეპიზოდებში ჩნდება: "მაქმილანი და ცოლი" ("McMillan & Wife") და "ჩარლის ანგელოზები" ("Charlie's Angels"). მისი პირველი სერიოზული როლი შედგა ფილმში Portrait of a Centerfold, სადაც ის ქეთის თამაშობდა, 1978. სცენარის მიხედვით, ქეთი სოფლელი გოგონა, რომელიც ჰოლივუდის დასაპყრობად მიემგზავრება, პირველივე წარმატების შემდეგ კი ის მამაკაცების ჟურნალების გარეკანზე ხვდება. 1983 წელს მან შონ ქონერისთან ერთად მთავარო როლი შეასრულა ფილმში "არასოდეს თქვა არასოდეს!" 1984 წელს რობერთ რედფორდთან ერთად გასახიერებული როლისთვის ფილმში "ბუნებრივი" (The Natural) კიმმა "ოქროს გლობუსი" მიიღო. ფილმის რეჟისორი ბარი ლევინსონია. კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელმა რეჟისორმა რობერთ ბერთონმა ბესინგერი 1987 წელს ფილმ "ნადინში" ("Nadine") მიიწვია. ბესინგერის კარიერა კიდევ რამდენიმე კინოსურათს მოიცავს, თუმცა, არც თუ ისე თვალშისაცემს. კიმის იმხანად ყველაზე კაშკაშა კინოსახეებად შეიძლება დასახელდეს 1986 წელს "9½ კვირასა" და 1989 წელს "ბეთმენში" განსახიერებული ქალის მთავარი პერსონაჟები. შემდგომ პერიოდებში ბესინგერს აქტიურად იღებენ თრილერებში, თუმცა, კინოკრიტიკოსთა სიმპათიას ვერ იმსახურებს. 1997 წელს კი ბესინგერი კვლავ აღმოჩენაა ფილმით "ლოს-ანჯელესის საიდუმლოება", ფილმში ვარსკვლავი მთავარ როლს ასრულებს, რისთვისაც ოქროს გლობუსსა და ოსკარს იმსახურებს.
უნდა ითქვას, რომ ბესინგერს მემკვიდრებით არამხოლოდ სამსახიობო ნიჭი, რამედ, ვოკალური მონაცემებიც გამოჰყვა. 1992 წელს ის საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს მუსიკალურ ნომერში , სადაც ოზი ოსბორნთან ერთად დაადო ხმა. კომპოზოციამ ბრიტანულ ჩარტებში მოწინავე ადგილი დაიკავა და საუკეთესო ხუთეულშიც მოხვდა.
პირადი ცხოვრება [რედაქტირება]
ბესინგერი ვიზაჟისტ რონ შნაიდერ-ბრითონს გაჰყვა ცოლად 1980 წელს. ისინი ფილმ Hard Country-ის გადაღებებზე შეხვდნენ ერთმანეთს . მათი ერთობლივი ცხოვრება 1988 წელს განქორწინებით დასრულდა. შნაიდერ-ბრითონი მოგვიანებით ყოფილი ცოლის შესახებ დაწერს მემურაებში "სამუდამოზე მეტხანს" (Longer than Forever, სადაც აღწერილია კიმისა და მსახიობ რიჩარდ გირის ურთიერთობა ფილმ No Mercy-ზე (1986) და "დასკვნით ანალიზზე" (Final Analysis) მუშაობისას (1992). კიმმა შემდგომ პრინცთან დაიჭირა კავშირი, რაც ერთი წელიც არ გაგრძელებულა. სულ მალე კიმმა თავისი მომავალი მეუღლე ალეკ ბოლდუინი გაიცნო რომანტიკულ კომედია "ქორწინების ჩვეულებაში" გადაღებისას (1991). ალექი და კიმი 1993 წლის 19 აგვისტოს დაქორწინდნენ და ერთი წლის თავზე მორიგ ეკრანულ წყვილად მოგვევლინნენ ფილმში "გაქცევა". მათ 1998 წელს სიმფსონების ერთ-ერთ ეპიზოდში საკუთარი თავი განასახიერეს, სადაც კიმმა თავისი გვარი შეუსწორა ჰომერ სიმფსონს და აუხსნა, რომ ბესინ"გ"ერი გამოითქმის და არა ბესინ"ჯ"ერი. კიმსა და ალეკს ერთი ქალიშვილი აირლანდ ელის ბოლდუინი ჰყავთ, რომელიც 1995 წელს დაიბადა. წყვილი ერთმანეთს 2000 წელს დასცილდა, 2002 წელს კი ოფიციალურად განქორწინდნენ.
ბესინგერს აგორაფობია აწუხებს, რასაც ჰოლივუდში თავისი კარიერის დასაწყისს მიაწერს, როდესაც ფოტო და კინოკამერების წინაშე ბიკინიში გამოჩენას სთხოვდნენ. ასეთი საღამოების შემდეგ კიმი შინ მიდიოდა, პიანინოზე უკრავდა და ხმამაღლა გაჰკიოდა თავი დამანებეთო...
კიმმა ოჯახის წევრების რჩევით 1989 წელს დაბა ბრეიზელთონი შეიძინა 20 მილიონ დოლარად, სადაც კინოქალაქის აშენებას და ფესტივალების გამართვას აპირებდა, თუმცა, ფინანსურ კრიზისში ჩავარდა და 1993 წელს შენაძენი გაყიდა. დაბას ახლა დეველოპერი უეინ მეისონი ფლობს. 1998 წელს ბარბარა უოლთერსთან ინტერვიუსას კიმმა დასძინა, რომ "კარგი აფაერი გამოვიდა ამ წამოწყებიდან და ამიტომაც შევეშვიო". რამდენიმე წლის წინ კიმ ბესინგერს ფინანსური კრიზისი დაუდგა სადავო ფილმ Boxing Helena-ს გამო, სტუდიამ სასამართლოში უჩივლა მსახიობს და კომპენსაციის სახით 8 მილიონი დოლარის გადახდა მოსთხოვა, სწორედ იმდროს კიმმა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა, რაც სასამართლომ გაითვალისწინა და ჯარიმის მცირე ოდენობაზე მოარიგა მხარეები. ბესინგერი ვეგეტერიანელია.
ფილმოგრაფია [რედაქტირება]
| 漢>ა A>ა |
ეს სტატია/სექცია ქართულ ენაზე თარგმნის პროცესშია. თუ ფლობთ ამ ენას, თქვენც შეგიძლიათ მონაწილეობის მიღება. |
| წელი | ფილმი | როლი | სხვადასხვა |
|---|---|---|---|
| 1981 | Hard Country | ჯოდი | |
| 1981 | Killjoy | Laury Medford | aka ვინ მოკლა ჯოი მორგანი? |
| 1982 | Mother Lode | Andrea Spalding | |
| 1983 | აღარასოდეს თქვა არასოდეს | დომინო პეტაჩი | |
| კაცი, რომელსაც ქალი უყვარდა | Louise Carr | ||
| 1984 | The Natural | მემო პარისი | ნომინირებულია - ოქროს გლობუსზე |
| 1985 | სიყვარულით სავსე | May | |
| 1986 | 9½ კვირა | ელისაბეთი | |
| No Mercy | Michel Duval | ||
| 1987 | ბრმა შეხვედრა | Nadia Gates | |
| ნადინი | Nadine Hightower | ||
| 1988 | ჩემი დედინაცვალი უცხოპლანეტელია | Celeste Martin | |
| 1989 | ბეთმენი | Vicki Vale | |
| 1991 | ქორწინების ჩვეულება | Vicki Anderson | |
| 1992 | დასკვნითი ანალიზი | Heather Adams | |
| Cool World | Holli Would | ||
| ნამდვილი მაქქოი | Karen McCoy | ||
| 1993 | უეინის სამყარო 2 | Honey Horneé | |
| მერი ჯეინის უკანასკნელი ცეკვა | მუსიკალური კლიპი თომ ფეთისთვის | ||
| 1994 | კინოსაუკუნე | საკუთარი თავი | დოკუმენტური |
| გაქცევა | ქეროლ მაქქოი | ||
| Ready to Wear (მზა ტანსაცმელი) | Kitty Potter | ||
| 1997 | ლოს-ანჯელესის საიდუმლოება | Lynn Bracken | Academy Award for Best Supporting Actress; Nominated - BAFTA Award; Golden Globe |
| 2000 | აფრიკაზე ნაოცნებარი | Kuki Gallmann | |
| Bless the Child | Maggie O'Connor | ||
| 2002 | 8 მილი | Stephanie | |
| ხალხო მე ვიცი | ვიქტორია გრეი | ||
| 2004 | კარი იატაკში | მარიონ ქოული | |
| ელვისმა შენობა დატოვა | Harmony Jones | ||
| ქსელური | ჯესიკა მარტინი | ||
| 2006 | The Sentinel | პირველი ლედი სარა ბალენტაინი | |
| ქალთევზას სავარძელი | ჯესიკა სულივანდი | AURORA ISLAND ? | |
| 2007 | ფულიც კი | კეროლ კარვერი | |
| 2008 | როცა ის შინ არ იყო | TBA | გათავისუფლების მოლოდინში |
| The Informers | გრემის დედა | ||
| 2009 | ველი იწვის | ჯინა | |
| 2010 | ჩარლი სენ-კლაუდი | კლერ სენ-კლაუდი |
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- კიმ ბესინგერი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
სტატიის