ოდრი ჰეპბერნი
ოდრი ჰეპბერნი, ნამდვილი სახელი ოდრი კეთლინ რასტონი (ინგლ. Audrey Hepburn, Audrey Kathleen Hepburn-Ruston; დ. 4 მაისი, 1929 — გ. 20 იანვარი, 1993) — ოსკარის მფლობელი ბრიტანელი მსახიობი, მოდელი და ჰუმანიტარი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ოდრი კეთლინ რასტონი დაიბადა ბრიუსელში (ბელგია) და ერთადერთი შვილი იყო ინგლისელ-ირლანდიელი ბანკირის ჯოსეფ ენთონი რასტონისა და ფრანგ და ინგლისელ მეფეთა ჩამომავალი ჰოლანდიელი არისტოკრატის ბარონესა ელა ვან ჰეემსტას ოჯახში. მამამისმა მოგვიანებით საკუთარ გვარს დაამატა ჰეპბერნი, და შედეგად ოდრი ჰერპერნ-რასტონი გახდა. მას დედის ჰოლანდიელ დიდგვაროვანზე პირველი ქორწინებიდან ორი ნახევარძმა, ალექსანდრე და იან ქარლეს ვან უფროდი ჰყავდა.
ჰეპბერნი გამოირჩეოდა თავმდაბლობით, სიკეთით, ენამახვილობითა და მომხიბლავი პერსონით, რომლის ცხოვრებისეული ფილოსოფია სხვების საკუთარი თავის წინ დაყენება იყო. ხასიათის ეს თვისება მან განსაკუთრებით ცხოვრების მეორე ნახევარში გამოამჟღავნა იუნისეფთან თანამშრომლობის წლებში.
[რედაქტირება] ჯილდოები
- 1953 - ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ფილმისთვის „რომაული არდადეგები"
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
|
|||||