ჰილარი სუონკი
| ჰილარი სუონკი | |
ჰილარი სუონკი (2011) |
|
| დაბადების სახელი | ჰილარი ენ სუონკი |
| დაბადების ადგილი | ლინკოლნი, აშშ |
| დაიბადა | 30 ივლისი, 1974 |
| საქმიანობა | მსახიობი |
| შემოქმედების წლები | 1990–დღემდე |
| მეუღლე(ები) | ჩად ლოუ (1997–2007) |
| ოსკარი | |
|---|---|
| საუკეთესო მსახიობი ქალი 1999 — მამაკაცები არ ტირიან |
|
ჰილარი ენ სუონკი (ინგლ. Hilary Swank; დ. 30 ივლისი, 1974) — ამერიკელი კინომსახიობი. ოსკარის პრემია ორჯერ მოიგო. პირველად გაიმარჯვა ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი შესრულებული როლისთვის ფილმში „მამაკაცები არ ტირიან“ (1999), ხოლო მეორეჯერ იმავე ნომინაციაში ფილმში „გოგონა მილიონად“ (2004). სუონკმა, ალ პაჩინოსთან და რობინ უილიამსთან ერთად ითამაშა ელის როლი ფილმში „ინსომნია“ (2002). 2003 წლიდან იგი მუშაობს აგრეთვე როგორც აღმასრულებელი პროდიუსერი.
ჰილარი სუონკი დაიბადა 1974 წლის 30 ივლისს ნებრასკის შტატის ქალაქ ლინკოლნში.[1] დედამისი ჯუდი კეი[2] იყო მდივანი და მოცეკვავე, ხოლო მამამისი სტივენ მაიკლ სუონკი ეროვნული საჰაერო გვარდიის ოფიცერი და მოგვიანებით კომვოიაჟერი.[3] ჰყავს ძმა დანიელი, რომელიც ჰილარიზე 8 წლით უფროსია.[4] ჰილარის საგვარეულოს რიგი წარმომადგენელი რინგოლდის ოკრუგიდანაა.[1] დედის ხაზით ჰილარის ბებიის წინაპრები ესპანელი და შოშონი წარმოშობისა იყვნენ.[5]
ჰილარი სუონკი მონაწილეობდა უმცროსი ასაკის ოლიმპიური თამაშების შეჯიბრებაში ცურვაში; გარდა ამისა შტატის ფარგლებში დაიკავა მე-5 ადგილი გიმნასტიკაში. პირველად სცენაზე ავიდა 9 წლის ასაკში, სადაც გამოჩნდა მაუგლის როლში სასკოლო დადგმაში „ჯუნგლების წიგნი“, რის შემდეგ არაერთხელ ითამაშა სხვადასხვა სასკოლო, მოგვიანებით საუნივერსიტეტო სპექტაკლებში. როდესაც ჰილარი 15 წლისა იყო მისი მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, დედასთან ერთად ლოს-ანჟელესში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა. იგი ამბობდა, რომ დედამისმა შთააგონა მას მსახიობი გამხდარიყო. კალიფორნიაში სწავლა დაიწყო სამხრეთ პასადენის საშუალო სკოლაში, რომელიც მოგვიანებით მიატოვა. იგი სამხრეთ პასადენის სკოლაში გატარებულ დროს ასე იხსენებს:[6]
|
„მე ჩემ თავს უცხოდ ვრგძნობდი. მე არ მიგვრძნია, რომ მოვერგე. მე ისიც კი არ მიგვრძნია, რომ მასწავლებლებს მოვწონდი. მე უბრალოდ ვიცოდი, რომ მათ მიერ არ ვიყავი შემჩნეული თუ გაგებული.“
|
ჰილარი სუონკის კინოკარიერა ათვლას 1990-იანი წლებიდან იწყებს. პირველი მთავარი როლი მიიღო ფილმში „კარატეს კიდევ ერთი ლეგენდა“ (1994). 1995 წელს ბრიტანელ მსახიობ ბრიუს პეინთან ერთად ითამაშა ფილმში „გაყალბება“ (1996). ერთი წლის შემდეგ მიიღო მარტოხელა დედის – კარლი რეინოლდსის როლი სერიალში „ბევერლი ჰილზი, 90210“. შესრულებული როლისთვის ფილმში „მამაკაცები არ ტირიან“ (1999) მიენიჭა პირველი ოსკარი. 2004 წელს კლინტ ისტვუდთან ერთად ითამაშა ფილმში „გოგონა მილიონად“, რისთვისაც მეორეჯერ მოიპოვა ოსკარის პრემია.
2006 წელს 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ერთ-ერთ უძველეს პარფიუმერულ სახლთან „Guerlain“.[7] 2007 წლის 8 იანვარს ჰოლივუდის დიდების ხეივანზე გაიხსნა ჰილარი სუონკის ვარსკვლავი.[8][9]
1997 წლის 28 სექტემბერს იქორწინა მსახიობ ჩად ლოუზე, რომლებმაც ერთმანეთი გაიცნეს 1992 წელს, ერთ-ერთი ფილმის გადაღებაზე.[4] 2006 წლის იანვარში წყვილი გაშორდა.[10] ჰილარი სუონკმა განაცხადა, რომ სწამს უმაღლესი ძალების, თუმცა იგი არც ერთი რელიგიის წარმომადგენელი არ არის.[11]
ფილმოგრაფია [რედაქტირება]
| წელი | სახელწოდება | როლი | შენიშვნა |
|---|---|---|---|
| 1991–1992 | საღამოს ჩრდილი | სატელევიზიო სერიალი | |
| 1991 | ჰარი და ჰენდერსონები | სატელევიზიო სერიალი | |
| 1991–1992 | სიმაღლის პრობლემები | სატელევიზიო სერიალი | |
| 1992 | ბაფი ვამპირების გამანადგურებელი | ||
| 1994 | კარატეს კიდევ ერთი ლეგენდა | ||
| 1996 | ხანდახან ისინი კვლავ ბრუნდებიან | მიშელი | |
| 1996 | ტერორი ოჯახში | დინა | სატელევიზიო ფილმი |
| 1996 | გაყალბება | ||
| 1997 | წყნარი დღეები ჰოლივუდში | ლოლიტა | |
| 1997 | სიცოცხლის ფასად | ლიზა | სატელევიზიო ფილმი |
| 1997–1998 | ბევერლი ჰილზი, 90210 | კარლი | სერიალი |
| 1999 | მამაკაცები არ ტირიან | ბრენდონ ტინა | |
| 2000 | საჩუქარი | ვალერი | |
| 2000 | მოსმენა | მოკლემეტრაჟიანი ფილმი | |
| 2001 | ყელსაბამის ისტორია | ჟანა | |
| 2002 | ინსომნია | ელი | |
| 2003 | 11:14 | ბაზი | აგრეთვე აღმასრულებელი პროდიუსერი |
| 2003 | დედამიწის ბირთვი | რებეკა | |
| 2004 | გოგონა მილიონად | მეგი | |
| 2004 | წითელი მტვერი | სარა | |
| 2004 | ანგელოზები რკინის კბილებით | ელისი | |
| 2006 | შავი ორქიდეა | მედლინი | |
| 2007 | თავისუფლების მწერლები | ერინი | აგრეთვე აღმასრულებელი პროდიუსერი |
| 2007 | მკა | პროფესორი კეთრინი | |
| 2007 | P.S. მიყვარხარ | ჰოლი | |
| 2008 | ამერიკის ფრინველები | ლაურა | |
| 2009 | ამელია | ამელია | |
| 2010 | დაჯერება | ბეტი | |
| 2011 | ხაფანგი | ჯულიეტი | აგრეთვე აღმასრულებელი პროდიუსერი |
| 2011 | ძველი ახალი წელი | კლერი |
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ჰილარი სუონკი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
- ჰილარი სუონკი (ინგლისური)
- ჰილარი სუონკი (ინგლისური)
- ჰილარი სუონკის ინტერვიუ. American Academy of Achievement, Washington, D.C. (June 22, 2007).
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 Senate Resolution 16 – Introduced. The Iowa Legislature (2005-04-19).
- ↑ Hilary Swank. Ringgold County IAGenWeb Project. წაკითხვის თარიღი: 2011-10-17.
- ↑ Hilary Swank Biography (1974–). Filmreference.com. წაკითხვის თარიღი: 2010-09-09.
- ↑ 4.0 4.1 Hilary Swank Biography. Yahoo! Inc..
- ↑ Interview. Inside the Actors Studio (2009).
- ↑ Longsdorf, Amy. “Swank: Acting gave me sense of focus“, TimesLeader, 2007-01-03. წაკითხვის თარიღი: 2007-01-10.
- ↑ Freydkin, Donna. “Hilary Swank enjoying the scent of 'Insolence'“, USA Today, 2007-10-10.
- ↑ “Hilary Swank to get star on Hollywood Walk of Fame“, English.eastday.com, 2007-01-08. წაკითხვის თარიღი: 2007-01-08.
- ↑ Associated Press. “Hilary Swank gets star on Hollywood Walk of Fame“, The Mercury News, 2007-01-08. წაკითხვის თარიღი: 2007-01-08.
- ↑ “Hilary Swank says 'we're still married'“, MSNBC, 2006-01-17.
- ↑ Hilary Swank Talks About 'The Reaping'. Wild About Movies.com (2001-04-02). წაკითხვის თარიღი: 2011-10-22.