ტალერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტალერი (მრავალმნიშვნელოვანი).
1525 წლის ტალერი.

ტალერივერცხლის მონეტა. პირველად მოჭრეს ჩეხეთში 1518 წელს. 1555 წლიდან ფულის ერთეულად იყენებდნენ საღვთო რომის იმპერიაში, აგრეთვე პოლონეთში, შვედეთში, საფრანგეთში, საბერძნეთში და სხვ. თავდაპირველად შეიცავდა 28-29 გრამ სუფთა ვერცხლს. 1857 წელს ჩრდილოეთ გერმანიასა და ავსტრიაში ტალერის მასა შეადგენდა 16,67 გრამს. 1871-73 წლებში გერმანიაში ფულის რეფორმის დროს ტალერი გაუთაბარეს სამ ოქროს მარკას. ტალერის მოჭრა შეწყვეტილი იყო 1908 წლამდე, შემდგომ კი ისევ აღადგინეს 3 მარკის ნომინალური ღირებულებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]